ბიძინა ივანიშვილი მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს პირველ კომენტარს გააკეთებს. ივანიშვილი ტელეკომპანია GDS-ზე, 20/30-ის სტუმარი იქნება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ივანიშვილი შეაფასებს ირაკლი ღარიბაშვილის 2-წლიან საქმიანობას და საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრებს.
იგი უპასუხებს შეკითხვას, ვისი გადაწყვეტილებით ჩაიბარა გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პორტფელი, ასევე გამოთქვამ მოსაზრებას, ხედავს თუ არა მთავრობაში საკადრო ცვლილებების აუცილებლობას.
რას ფიქრობს იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ჩაერევა თუ არა საარჩევნო სიების შედეგენაში, შეინარჩუნებს თუ არა მისი აზრით კოალიცია ერთიანობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხებს ბიძინა ივანიშვილი დღეს გასცემს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.