საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პირველ სხდომას მართავს. შესაბამისად, მას პრემიერ-მინისტრის რანგში გიორგი კვირიკაშვილი პირველად ხელმძღვანელობს.
სხდომას მინისტრის რანგში პირველად ესწრება მიხეილ ჯანელიძე. ჯანელიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა.
რაც შეეხება სხდომის დღის წესრიგს, მინისტრები დღეს 38 საკითხს განიხილავენ, რომელთა შორისაც ერთი საიდუმლოა და 4 პროექტს შეეხება. პარლამენტმა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა გუშინ დაამტკიცა.
საკანონმდებლო ორგანომ მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე უყარა. მთავრობას ნდობა 86-მა დეპუტატმა გამოუცხადა, 28 კი წინააღმდეგი წავიდა. გიორგი კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.