პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოების სხვადასხვა ფენის, მათ შორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.
"უახლოეს მომავალში ჩვენ დავიწყებთ ძალიან ინტენსიურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებთან, მათ შორის, მინდა ბიზნესომბუდსმენს, ბატონ გიორგი გახარიას ვთხოვო საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება გააკეთოს - ეს არ იყოს მხოლოდ მსხვილი ბიზნესი, მოვძებნოთ ახალი სახეები. ბევრი საინტერესო ახალი მეწარმეა, ბიზნესია და მინდა, მათ წარმომადგენლებსაც აუცილებლად შევხვდეთ. ასევე მინდა, უახლოეს დღეებში გავუკეთოთ ორგანიზება არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას. მინდა მოვისმინო მათი წინადადებები, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტური და გამჭვირვალე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.