გაზაფხულზე საქართველოში ვიზიტად ჯონ კერი ჩამოვა
26-02-2014, 21:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს გაზაფხულზე ეწვევა. როგორც ჯონ კერიმ განაცხდა, იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა სწორად წაიყვანს ქვეყანას.

 

 

"თქვენი მთავრობა არის მომავალზე ორიენტირებული, რომელიც დარწმუნებული ვარ, სწორად წაიყვანს ქვეყანას", – აღნიშნა კერიმ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის დროს, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციასა და სახელმწიფო მდივანს შორის საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომამდე გაიმართა.

 


პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებით დაინტერესდა და ე.წ. ბორდერიზაციის საკითხზე შეშფოთება გამოთქვა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ძალიან აფასებს აშშ-ის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

 


ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ე.წ ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით ამერიკის მკაფიო პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მხარდაჭერა ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება.

 


ამასთან, მან ჯონ კერისთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი არ გადაიხედება, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება კი საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშველოვანესი პრიორიტეტია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი