"ჩვენ მშპ-ის წინასწარი ზრდის მიხედვით, ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს" - აღნიშნული განცხადება დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენ ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს. დღეს დილით სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა მთლიანი შიდა პროდუქტის წინასწარი ზრდა - ეს არის 5,3 %, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ნოემბრისთვის. წლიური გადაანგარიშებით ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წელს უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-იან ზრდაზე გავალთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, წინა წელთან შედარებით განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება მშენებლობაში (30%-იანი), მეტალურგიული პროდუქტების წარმოებაში (ასევე 30%-იანი); სამთო-მოპოვებით მრეწველობაში (15%-იანი), სასტუმროებსა და რესტორნებში (10 %-იანი).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.