"ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და მე პატივს ვცემ მის ამ გადაწყვეტილებას" - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა.
"ჩემთვის გულწრფელად დიდი პატივი იყო ორი წლის განმავლობაში ბატონ ირაკლისთან მუშაობა. მან უდიდესი სამუშაო შეასრულა ამ ორი წლის განმავლობაში და ამხელა ტვირთის ზიდვა მარტივი არ არის. ირაკლი ღარიბაშვილს ექნება იმის საშუალება, რომ უკვე დეტალურად გაანალიზოს განვლილი და მომავალი გეგმები და მიიღოს შესაბამისი გადაწვეტილებები. მისი გადადგომა არ ნიშნავს, რომ მთავრობის სტრატეგია, ღირებულებები და ორიენტაციები იცვლება. პირიქით, მე ვფიქრობ, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა დაამტკიცა, რომ მთავრობის გეგმა უცვლელია და გუნდი ერთიანია", - განაცხადა სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.