ერთი პოლიციელის მკვლელობისა და ერთის დაჭრის ბრალდებით დაკავებული პირი 19 წლისაა. როგორც შსს-ში აცხადებენ, პირმა, რომელიც თელავის პოლიციის ეზოში დააკავეს, ჯერ ქალს, შემდეგ კი მამაკაცს ესროლა.
დაჭრილი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ცნობით, დაჭრილი ქალი და მოკლული მამაკაცი თელავის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან.
მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კი, შსს-ს ცნობით, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19 109-ე მუხლებით დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.