"თავისუფალი დემოკრატები" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების გადადგომას მოითხოვენ, რომლებმაც ლევან მურუსიძე სააპელაციო საბჭოს მოსამართლედ აირჩიეს
30-12-2015, 05:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თავისუფალი დემოკრატების" წევრები მოითხოვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების გადადგომას, რომლებმაც ლევან მურუსიძე სააპელაციო საბჭოს მოსამართლედ აირჩიეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფრაქციის წევრებმა პეტიცია შეადგინეს.

 

 

"პარლამენტის წევრები უაღრესი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ბოლო პერიოდში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებს, რასაც შედეგად მოჰყვა 2015 წლის 25 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ლევან მურუსიძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ გამწესების შესახებ. აღნიშნული ცალსახად შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც დამოუკიდებელი, სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს დასამარება.

 

 

საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლება გარიგებაშია შესული "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელ სასამართლო სისტემაში მოღვაწე მოსამართლეებთან, რომელთა სახელებიც დაკავშირებულია გახმაურებულ საქმეებთან, მათ შორის გირგვლიანის საქმესთან. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 14 ივლისს არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადაწყვეტილება უაღრესად შემაშფოთებელია მორალური, სოციალური და პოლიტიკური თვალსაზრისით. მიღებული გადაწყვეტილება აღძრავს საფუძვლიან ეჭვს სასამართლო სისტემის მმართველი პოლიტიკური ძალისგან დამოუკიდებლობის თაობაზე და საზოგადოებაში იწვევს მძაფრად უარყოფით რეაქციას.

ყოველივე ამის გამო ჩვენ, ქვემოთ ხელმოწერები, მივიჩნევთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც თანამდებობზე 2013 წელს აირჩია საქართველოს პარლამენტმა აღარ გააჩნიათ მორალური უფლება, დარჩნენ დაკავებულ თანამდებობებზე; ჩვენ ერთხმად და კატეგორიულად მოვუწოდებთ მათ, დაუყოვნებლად დატოვონ იუსტიციის უმაღლესი საბჭო’’,– ნათქვამია პეტიციაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი