საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი გოჩა სვანიძე იქნება, - ამის შესახებ "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
კლუბ "ლელოს" დამაარსებლის ბათუ კევლიშვილის განცხადებით, ქართული რაგბის წამყვან კლუბებთან, ასევე ვეტერან მორაგბეებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი სწორედ გოჩა სვანიძე ყოფილიყო, რომელიც დღემდე რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეა.
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნები 2016 წლის 24 იანვარს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.