დაჭრილი პოლიციელის დასახმარებლად თბილისიდან თელავში ვერტმფრენით ექიმთა ჯგუფი გაიგზავნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა. მინისტრმა, ცოტა ხნის წინათ, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში დაჭრილი სამართალდამცავი მოინახულა.
შს უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაკავებულია 19 წლის მამაკაცი, ნივთმტკიცებად კი ამოღებულია სანადირო თოფი.
"მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა - გასროლა ცეცლსასროლი იარაღიდან არ მომხდარა. ამოღებულია სანადირო თოფი", - აღნიშნა მღებრიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.