IDFI: პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამივლინებო ხარჯებმა 104 252 ლარი შეადგინა
30-12-2015, 07:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2015 წელს 7 ძველი ავტომობილიდან 5 ახლით ჩაანაცვლა. ინფორმაციას ამის შესახებ IDFI პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განმარტებით, შესყიდვების ღირებულების ფასთა შორის სხვაობამ ჯამში 108 000 ლარი შეადგინა.

 

 

 

ამასთან, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, 2015 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამივლინებო ხარჯებმა 104 252 ლარი შეადგინა.

 

 

 

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 2015 წლის 17 აგვისტომდე გაწეული 104 252 ლარის ოდენობის ხარჯიდან 58 204 ლარი შეადგენს სასტუმროს მომსახურების ხარჯს, 29 384 ლარი დღიურ ხარჯს, ხოლო 15 826 ლარი მგზავრობის ხარჯს. ყველაზე დიდი სამივლინებოს ხარჯი ადმინისტრაციის მიერ გაწეულია 10-12 მაისს საქართველოს პრეზიდენტის და მისი დელეგაციის ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასტუმროს მომსახურების ხარჯმა შეადგინა 11 546 ლარი. ამავე წლის 25-27 თებერვალს ბელგიაში ოფიციალური ვიზიტით აგრეთვე, იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომლის სასტუმროს მომსახურების ხარჯმა 8 208 ლარი შეადგინა", - აცხადებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

 

 

 

გარდა ამისა, ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები და სხვა თანამდებობის პირები ყოველთვიურად იღებენ დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დანამატს.

 

 

"ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებს სამი თვის განმავლობაში მიღებული აქვთ თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემია", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2015 წლის (იანვარი-აგვისტო) განმავლობაში საკონსულტაციო მომსახურებაზე სახელმწიფო შესყიდვა არ განუხორციელებია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნული პერიოდისათვის დასაქმებული იყო 37 შტატგარეშე მოსამსახურე, რომელთა შრომის ანაზღაურებამ 2015 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში შეადგინა 382 042 ლარი, საიდანაც პრემიის სახით გაცემულია 14 900 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატები მათზე არ გაცემულა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი