საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ამ ეტაპზე უწყებაში ცვლილებებს არ გეგმავს. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ იგეგმება", - აღნიშნა ჯანელიძემ.
მინისტრის განცხადებით, საგარეო უწყება გააგრძელებს იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც საგარეო კუთხით პრიორიტეტულია.
"განსაკუთრებით კი ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცება, სტრატეგიული პროექტების განვითარება და ხელშეწყობა, იქნება ეს სატრანსპორტო თუ სხვა ტიპის პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას. ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენა მსოფლიო მასშტაბით. ჩვენი დიპლომატიის გაძლიერება და ამისთვის გავატარებთ შესაბამის რეფორმებს. გატარდება ის რეფორმები, რომლებიც არამარტო ჩვენს დიპლომატიას წარმოაჩენს ძლიერად მსოფლიო მასშტაბით, არამედ მას შეუქმნის უკეთეს პირობებს. ეს შეეხება დიპლომატების გრძელვადიან მივლინებებს და მათი ოჯახის საცხოვრებელ პირობებს", - განაცხადა ჯანელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.