ვიდეო: ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია თავისუფლად ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური გუნდი
30-12-2015, 09:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბიძინა ივანიშვილი დღეს საღამო GDS -ის ეთერში სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრებს და ღარიბაშვილის და ახალი პრემიერ მინისტრის მიმართ თავის მოსაზრებებს გამოთქვამს.

 


ანონსში, რომელიც ახლახან გავრცელდა ივანიშვილი ღარიბაშვილზე ამბობს, რომ „მას არაფერი დაუშავებია, გაუფუჭებია. ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა წარმატებული პრემიერი. მას შეუძლია თავისუფლად ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური გუნდი,“ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილზე კი ივანიშვილი ამბობს, რომ „კარგი პერსპექტივა აქვს მას, რომ დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას. ეს იყო საფუძველი იმისა, რომ გიორგიზე გაკთებულიყო არჩევანი“. 

 

 

მთავრობაში სამომავლო საკადრო ცვლილებების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ბიძინა ივანიშვილი პასუხობს: „გუნდი ყოველთვის საჭიროებს კორექტირებას. პროცესს ვერ ასცდება ვერც კვირიკაშვილი“.

 

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით არჩევას უკავშირდება, ბიძინა ივანიშვილი ასე აფასებს: „არ უნდა ჩაერიოს ხელისუფლების არც ერთი შტო სასამართლოს მმართველობაში. გირგვლიანის თემა იყო განსაკუთრებული, რა თქმა უნდა ძალიან ტრაგიკული, ქალბატონი ენუქიძის განსაკუთრებით, დედა, წინააღმდეგობის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა ეს ქალბატონი ჩემშიც და ყველა მოქალაქეში“, აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

 

ჩაერევა თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიების შედგენაში, ივანიშვილი პასუხობს: „ძალიან აქტიურად ჩავერევი, კიდევ ერთჯერ ვაცხადებ, მთელი ჩემი რესურსით დავეხმარები საკუთარ გუნდს,“ განაცხადა ივანიშვილმა და შეკითხვაზე: „შეინარჩუნებს თუ არა კოალიცია ერთიანობას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე“ ასე პასუხობს:  „კოალიცია ერთად თუ ცალ-ცალკე განწირულია მოგებისთვის“. 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი