ივანიშვილი მურუსიძის მოსამართლედ არჩევას აფასებს (ვიდეო)
30-12-2015, 10:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბიძინა ივანიშვილი დღეს საღამო GDS -ის ეთერში სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრებს და ღარიბაშვილის და ახალი პრემიერ მინისტრის მიმართ თავის მოსაზრებებს გამოთქვამს.

 


ანონსში, რომელიც ახლახან გავრცელდა ივანიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით არჩევას უკავშირდება, ასეთ შეფასებას აკეთებს:

 

 

„არ უნდა ჩაერიოს ხელისუფლების არც ერთი შტო სასამართლოს მმართველობაში. გირგვლიანის თემა იყო განსაკუთრებული, რა თქმა უნდა ძალიან ტრაგიკული, ქალბატონი ენუქიძის განსაკუთრებით, დედა, წინააღმდეგობის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა ეს ქალბატონი ჩემშიც და ყველა მოქალაქეში“, აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები: 1
#1   ლიანა ჭილაია
      
უმორჩილესად გთხოვთ თუ შესაძლებელია ჩემი წერილი მიაწოდეთ პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს
ბატონო ბიძინა, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, მრავალს დაესწარით თქვენს ოჯახთან ერთად ჯანმრთელად და ბედნიერად, ყოველი დღე მომავალი 2016 წლისა ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის სიხარულითა და წარმატებებით აღსავსე, უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ღრმად მწამს, რომ გულთან ახლოს მიიტანთ ჩემს გასაჭირს და გამიწევთ შესაძლო დახმარებას, სწორედ ამ რწმენით მოგმართავთ წარმოდგენილი განცხადებით.
მე გახლავართ აფხაზეთიდან დევნილი, 65 წლის, აფხაზეთის ომში დაღუპული 18 წლის შვილის ინვალიდად ქცეული დედა, ომში დაჭრილი და ინვალიდია ასევე ჩემი მეუღლე ვალერი ჭილაია; 22 წელია ვცხოვრობთ დევნილის მწარე ყოფით და რაც ყველაზე დიდი უბედურებაა - შვილის საფლავს მოწყვეტილები; ცხოვრებას ვეპოტინებით მხოლოდ იმ იმედითა და სურვილით, რომ სიკვდილამდე გვეღირსოს სოხუმში დარჩენილი შვილის საფლავის მოფერება; სხვა ოცნება ჩვენ არ გაგვაჩნია, ეს არის ჩვენი ცხოვრების აზრი და მიზანი.
2006 წლამდე როგორც დევნილები ვცხოვრობდით თბილისში, რესპუბლიკურ საავამდყოფოში. სააკაშვილის ხელისუფლებამ თანადგომისა და ჩვენი მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად უმოწყალოდ გამოგვასახლა საავადმყოფოსდანაც კი, ფორმალურად მიზერული თანხა მოგვიგდეს, რომელსაც კომპენსაცია დაარქვეს, ფაქტიურად კი გაგვწირეს უსახლ–კარობისთვის, რამეთუ იმ თანხით რაიმე საცხოვრებლის შეძენა შეუძლებელი იყო და ასე უმოწყალოდ მეორედ გვაქციეს დევნილად.
დიდი იმედი მქონდა, რომ ახალი ხელისუფლება გაგვიწევდა დახმარებას, მაგრამ ლტოლვილთა სამინისტრო დახმარების ნაცვლად 2 წელია მწერს პასუხს, რომ საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 23 მაისს მიიღო #483 განკარგულება, რომლითაც ჩვენ უსამართლოდ დაჩაგრული დევნილები ვითვლებით კომპენსირებულებად და ჩვენი დამატებითი დახმარების საკითხი არ განიხილება.
ბატონო ბიძინა, ერთადერთ იმედად თქვენი გულისხმიერება და თანადგომა მაქვს, გთხოვთ უმორჩილესი თხოვნით, გამიწიეთ შესაძლო დახმარება ჩემი ყოფის შემსუბუქებაში.


ღრმა პატივისცემით, ლიანაჭილაია

თბილისი, მუხიანის მე–4ბ მ/რ,
კორპ. 45, ბინა 24 . ტელ: 790144757
30 დეკემბერი 2015 10:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი