ბიძინა ივანიშვილი დღეს საღამო GDS -ის ეთერში სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრებს და ღარიბაშვილის და ახალი პრემიერ მინისტრის მიმართ თავის მოსაზრებებს გამოთქვამს.
ანონსში, რომელიც ცოტა ხნის წინათ გავრცელდა ივანიშვილი 2016 წლის არჩევნებს, საარჩევნო სიების შედგენაში მის ჩართულობას და კოალიციის ბედზეც საუბრობს.
ჩაერევა თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიების შედგენაში, ივანიშვილი პასუხობს: „ძალიან აქტიურად ჩავერევი, კიდევ ერთჯერ ვაცხადებ, მთელი ჩემი რესურსით დავეხმარები საკუთარ გუნდს,“ განაცხადა ივანიშვილმა და შეკითხვაზე: „შეინარჩუნებს თუ არა კოალიცია ერთიანობას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე“ ასე პასუხობს: „კოალიცია ერთად თუ ცალ-ცალკე განწირულია მოგებისთვის“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.