ბიძინა ივანიშვილი: ირაკლისთვის ჩემი კარი მუდამ ღია იქნება და შეუძლია გამოიყენოს ჩემი შესაძლებლობები, როგორც საკუთარი
30-12-2015, 11:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინათ GDS -ის ეთერში ირაკლი ღარიბაშვილის მომავალ კარიერასთან დასმული შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც გავრცელებულ ინფორმაციას ეფუძნება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს, განაცხადა, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ღარიბაშვილისთვის, რომელიც უმაღლეს თანამდებობაზე მოღვაწეობდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა არ იქნება მომხიბლავი თანამდებობა.

 

 


ივანიშვილმა ხაზი გაუსვა ღარიბაშვილთან ახლო ურთიერთობას და თქვა: „ჩემი კარი მუდამ ღია იქნება და შეუძლია გამოიყენოს ჩემი შესაძლებლობები, როგორც საკუთარი. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს დღესაც, ოჯახებით ვმეგობრობთ და ასე იქნება მომავალშიც“, აღნიშნა ივანიშვილმა და დაამატა, რომ მომავალი საქმიანობა ღარიბაშვილმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს.

 

 


ივანიშვილმა ასევე ღარიბაშვილთან გადადგომამდე წარმართული საუბრის გარკვეული შინაარსიც გააჟღერა, რომლის თანახმადაც თუ გუნდს გაუჭირდება იგი [ღარიბაშვილი] მზად არის გვერდში დაუდგეს და შესაძლოა ეს 2016 წლის არჩევნებშიც მოხდეს. „თუ სურვილი გაუჩნდება ირაკლის, გარწმუნებთ, რომ გუნდი მას სიხარულით დაიბრუნებს და მიიღებს. გარდა ამისა, თუ მას სურვილი გაუჩნდება არა ამ გუნდში, არამედ სხვა გუნდში, მას თავისუფლად შეუძლია ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური გუნდი. მას ამის რესურსი გააჩნია და ეს არის ყველაზე საინტერესო“, განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი