სენატორი კრის მერფი ირაკლი ღარიბაშვილის მიღწევებზე საუბრობს
26-02-2014, 22:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში დემოკრატმა სენატორმა კრის მერფიმ წარადგინა. მერფის განცხადებით, "პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოში დემოკრატიის და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთგულება". როგორც მან მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, მას ღრმად სჯერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის "თაოსნობით საქართველო კვლავაც იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორი და დემოკრატი მოკავშირე".

 


მერფიმ, რომელიც ამერიკელ სენატორთა შორის ყველაზე ახალგაზრდაა (40 წლის), ასევე ღარიბაშვილის ახალგაზრდულ ასაკზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ "ის [ირაკლი ღარიბაშვილი] შეიძლება ახალგაზრდა იყოს, მაგრამ ძალიან გამოცდილია".

 

 

სენატორ კრის მერფის ატლანტიკურ საბჭოში წარმოთქმულ სიტყვას უცვლელად გთავაზობთ.

 


"სავსე დარბაზი დღეს, ასევე ათასობით ტელე - თუ ონლიან -მაყურებელი, მოწმობს ამ ღირშესანიშნავი ლიდერის (ირაკლი ღარიბაშვილის) აღიარებას. მართლაც საპატიოა პრემიერ-მინისტრის წარდგენა, რომელთანაც ურთიერთობა მაქვს უკვე რამდენიმე თვეა."

 


"ჩვენ შევიკრიბეთ, რათა საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად განვიხილოთ ის ღირშესანიშნავი მიღწევები და გამოწვევები, რომლებიც წინ გველის. მე წილად მხვდა მიუნხენში მასთან შეხვედრის პატივი. სიხარულით წარმოგიდგენთ მას დღეს.

 


პრემიერ-მინისტრი არის კოალიცია "ქართული ოცნების" თანადამფუძნებელი. იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. დღევანდელ თანამდებობაზე უკვე წამოიწყო რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის, წერტილი დაუსვა პატიმართა წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობას, გაანადგურა უკანონო ჩანაწერები და აკრძალა ხელსიუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილთა პირადი ცხოვრების მიყურადება. მან დახურა სკანდალური რეპუტაციის მქონე ორი სამართალდამცავი უწყება და დანერგა უნარებისა და კვალიფიკაციის ტესტი სამინისტროთა თანამდებობის პირებისათვის. მას შემდეგ, რაც 2013 წლის ნოემბერში ის დაინიშნა ამ თანამდებობაზე, პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოში დემოკრატიის და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთგულება. ის შეიძლება ახალგაზრდა იყოს, მაგრამ ძალიან გამოცდილია. დარწმუნებული ვარ, რომ მისი თაოსნობით საქართველო კვლავაც იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორი და დემოკრატი მოკავშირე.

 

 

მე კი ვპირდები მას, როგორც ჩვენ ეს დღეს გავაკეთეთ საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომ აშშ კვლავაც დაუდგება გვერდში საქართველოს, როგორც ნამდვილი მეგობარი, და ძალ-ღონეს არ დაიშურებს ქართველი ხალხის მხარდასაჭერად მათი მიზნების მიღწევაში", - განაცხადა სენატორმა მერფიმ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი