მთელი მთავრობა ღარიბაშვილის დროს ცდილობდა, რომ სწორი გზა მოენახათ და სწორად მოქცეულიყვნენ, კვირიკაშვილსაც და გუნდის სხვა წევრებსაც, ვინც ცდილობს, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის თემა "გააპრავოს", შევახსენებ, რომ არ გამოუვათ, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "20:30"-ის ეთერში განაცხადა.
ივანიშვილმა ავლაბრის რეზიდენციასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები "კავკასიურ ცარცის წრეს" შეადარა და აღნიშნა, რომ გიორგი მაგველაშვილიც, ისევე, როგორც ნაწარმოების ერთ-ერთი პერსონაჟი, საკუთარი სურვილების ასასრულებლად მზად არის გაწიროს საკუთარი შვილი, რომელიც ამ შემთხვევაში საქართველოა.
"პრეზიდენტი თავის ადგილზეაო, ასე თქვა გიორგიმ. ეს მე შემიძლია ასე ავხსნა - მინდა პარალელი გავავლო და გავიხსენო "კავკასიური ცარცის წრე". როდესაც არა მარტო კვირიკაშვილი, არამედ მთელი მთავრობა ღარიბაშვილის დროს ცდილობდა, რომ სწორი გზა მოენახათ და სწორად მოქცეულიყვნენ. ამას რომ ვერ ახერხებდნენ, სამართლებრივი გაგრძელება არ მოუძებნეს, როდესაც მიანიშნეს, რომ ახალ რეზიდენციაშია მისი ოფისი. ეს მთავრობის პრეროგატივაა და არა პრეზიდენტის, რომ აირჩიოს მან და სადაც უნდა იქ შევიდეს. მას არაფრად მიაჩნია და როგორც "კავკასიური ცარცის წრეში" გენეტიკურ დედას შვილი საკუთარი ახირების გამო შეუძლია გაგლიჯოს, აქ არის ეს კაცი. როდესაც ნახეს გუნდის წევრებმა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სახელმწიფო, ძვირფასია ჩვენი ერთობა, აგრძელებენ ამ თემას, რომ მათთვის არის ძვირფასი ეს ბავშვი - ჩვენი ქვეყანა და იძულებულნი არიან მსგავსი განცხადებები გააკეთონ. თუმცა, კვირიკაშვილს და გუნდის სხვა წევრებსაც შევახსენებ, ვინც ცდილობენ ეს "გააპრავონ", რომ არ გამოუვათ. თუმცა მე მესმის მათი პოზიცია და პატივს ვცემ, მაგრამ მედალს აქვს ორი მხარე. ის, რომ ათეულობით მილონ დოლარს ეს კაცი ხარჯავს საკუთარი სურვილების ასრულების გამო და არ გადადის იმ რეზიდენციაში, რომელიც მას ეკუთვნის, ამიტომ საზოგადოების დიდ ნაწილს და მათ შორის მეც ეს მუდმივად გვექნება საკრიტიკოდ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.