გიორგი მღებრიშვილი პოლიციელებს: თქვენ დღე და ღამე, დარსა და ავდარში, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე დგახართ
31-12-2015, 02:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტისა და დანაყოფის თანამშრომლებს შეხვდა. მინისტრმა პოლიციელები სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის დააჯილდოვა.


დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე, გიორგი მღებრიშვილმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო 30 დეკემბერს, თელავში მომხდარი შემთხვევის დროს გარდაცვლილი პოლიციის კაპიტნის, გელა ლამაზოშვილის და პოლიციის ინსპექტორის, სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომლის, მაია ჯავახიშვილის ხსოვნას.


"უკანასკნელი პერიოდის მანძილზე ყველამ დაინახა, რა რთულია იყო პოლიციელი, დღენიადაგ იდგე შენი ქვეყნის მაცხოვრებლების უსაფრთხოების სადარჯოზე და ყოველთვის მზად იყო, ამ მიზანს შენი სიცოცხლეც კი შესწირო. ამიტომაა, რომ ბევრ ქვეყანაში - იყო პოლიციელი, უკვე ნიშნავს გმირობას. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ სულისკვეთებითაა გაჯერებული ჩვენი სისტემა და ეს ადამიანები უფრო მეტ პატივისცემასა და თანადგომას იმსახურებენ. დღეს აქ ჩვენი პოლიციელების მხოლოდ მცირე ნაწილია წარმოდგენილი. სინამდვილეში თქვენ ბევრად მეტნი ხართ - ადამიანები, რომლებიც ყოველ წამს, დღე და ღამე, დარსა და ავდარში - ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე დგახართ,"- მიმართა გიორგი მღებრიშვილმა სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლებს.


მედლებით მამაცობისთვის შინაგან საქმეთა მინისტრმა 12 პოლიციელი დააჯილდოვა: პოლიციის კაპიტანი იოსებ წეველიძე, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ელიზბარ პატარკაციშვილი, პატრულ-ინსპექტორი გიორგი ბუკია, მაშველი კობა ტერტერაშვილი, მესაზღვრე გიორგი ინასარიძე, პოლიციის კაპიტანი მაია ფელიშვილი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: ავთანდილ ებანოიძე, დავით ჭანტურია, გიორგი კოპალიანი, ბექა ბურდული, თეიმურაზ ასანიძე და კობა ჭულუხაძე. ამასთან, გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროს 57 თანამშრომელს მადლობის სიგელები გადასცა. "მინდა დღეს, წლის მიწურულს, ასევე გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა ამ დარბაზში მსხდომთ გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და თავდადებული სამსახურისთვის", - აღნიშნა შს მინისტრმა.


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი