თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს განაცხადა, რომ როგორც კი ადგილი ექნება პრეცედენტს, რომ ცალკეული თანამშრომლების ქმედება ნეგატიურად აისახება ქალაქის დასუფთავებაზე, მოქმედი კანონის შესაბამისად თითოეულ მათგანს ახალი კადრებით ჩაანაცვლებენ.
"არავინ არ უნდა შეგვიშალოს ხელი ქალაქის დასუფთავებაში. როგორც კი დავინახავთ, რომ ცალკეული თანამშრომლების ქმედება ნეგატიურად აისახება ქალაქის დასუფთავებაზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თითოეულ მათგანს ჩავანაცვლებთ ახალი კადრებით. არანაირად არ დავუშვებთ, რომ ქალაქი იყოს დაუსუფთავებელი", - განაცხადა დავით ნარმანიამ. კითხვაზე, გადაიხედება თუ არა "თბილსერვისის" თანამშრომლების მოთხოვნები, ნარმანიამ განაცხადა, რომ "ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავუკეთეთ, ამიტომ მათი მოთხოვნები არ გადაიხედება".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.