რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატოს გაფართოება ქვეყნისათვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ BBC წერს.
დოკუმენტში წერია, რომ რუსეთის "დამოუკიდებელმა საშინაო და საგარეო პოლიტიკამ" შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხრიდან კონტრ-ქმედებები განაპირობა. რუსეთი ამერიკას და მის მოკავშირეებს ბრალს სდებს იმაში, რომ გლობალურ საქმეებში დომინირებისთვის ბრძოლობენ.
2014 წელს უკრაინაში დაწყებულმა კონფლიქტმა რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები წაახდინა. 2014 წელს რუსეთმა განაცხადა, რომ ის ცვლიდა მის სამხედრო დოქტრინას, უკრაინის კრიზისისა და ნატოს აღმოსავლეთ ევროპაში წარმოდგენის გათვალისწინებით.
კრემლის მრჩეველმა მიხეილ პოპოვმა მაშინ განაცხადა, რომ ბოლო წლებში ნატოს გაფართოება, ნიშნავდა იმას, რომ ალიანსი უფრო მეტად უახლოვდებოდა რუსეთის საზღვრებს, რაც წარმოადგენდა "გარე საფრთხეს" მისი ქვეყნისთვის.
ალბანეთი და ხორვატია ნატოს წევრები 2009 წელს გახდნენ. 2011 წელს ალიანსმა 4 ასპირანტი ქვეყანა ცნო - ბოსნია, საქართველო, მაკედონია და მონტენეგრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.