პოლიციამ მიუნხენში ორი მთავარი სარკინიგზო სადგურიდან მოქალაქეების ევაკუირება მოახდინა მას შემდეგ, რაც გერმანიის უსაფრთხოების სააგენტომ ქვეყანაში თავდასხმის საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თვითმკვლელმა ტერორისტებმა შესაძლოა თავიანთ სამიზნედ პარსინგის ცენტრალური სადგური გაიხადონ. აღნიშნულის შესახებ BBC ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს.
"ბედნიერი ვარ რომ ჯერჯერობით არაფერი არ მომხდარა და ვიმედოვნებ, რომ სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდება," განაცხადა ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯოახიმ ჰერმანმა.
ამ დროისთვის ორივე სადგური გაიხსნა. ევროპაში ახალი წლის წინა დღეს ბევრ ქალაქში, შესაძლო თავდასხმების აღსაკვეთად უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.