მიუნხენმა "ისლამური სახელმწიფოს" თავდასხმებზე "სპეციფიური" გაფრთხილება მიიღო - გერმანიის ხელისუფლება
01-01-2016, 05:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიუნხენის პოლიცია ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში განაგრძობს ქმედებებს და ჩვეულებრივზე უფრო აქტიურად ატარებს შემოწმებებს სადგურებში, რომლიც უკვე გახსნილია. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

 

 

პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" თვითმკვლელი ტერორისტები გეგმავდნენ თავდასხმებს და ამის თაობაზე ინფორმაცია მათ საფრანგეთის საიდუმლო სამსახურისაგნ მიიღეს.

 


მთელი ღამის განმვალობაში ქალაქის ცენტრალური და პასინგის სადგურები დაკეტილი იყო.

 


პოლიცია 5-დან 7-მდე ეჭვმიტანილს ეძებს, რომლებიც სავარაუდოდ ერაყელები და სირიელები არიან.

 

 

პოლიციამ მიუნხენში ორი მთავარი სარკინიგზო სადგურიდან მოქალაქეების ევაკუირება მას შემდეგ მოახდინა, რაც გერმანიის უსაფრთხოების სააგენტომ ქვეყანაში თავდასხმის საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

 


ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თვითმკვლელმა ტერორისტებმა შესაძლოა თავიანთ სამიზნედ პარსინგის ცენტრალური სადგური გაიხადონ.

 


"ბედნიერი ვარ რომ ჯერჯერობით არაფერი არ მომხდარა და ვიმედოვნებ, რომ სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდება," განაცხადა ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯოახიმ ჰერმანმა.

 


ამ დროისთვის ორივე სადგური გაიხსნა. ევროპაში ახალი წლის წინა დღეს ბევრ ქალაქში, შესაძლო თავდასხმების აღსაკვეთად უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი