ობამა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მიიღებს - ერისადმი 2016 წლის პირველ მიმართვაში მან მისი პრეზიდენტობისას ყველაზე დიდი იმედგაცრუება აღიარა
02-01-2016, 00:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ერისადმი 2016 წლის პირველ მიმართვაში მისი პრეზიდენტობისას ყველაზე დიდი იმედგაცრუება აღიარა - ეს არის მისი უუნარობა მოეპოვებინა კონგრესის მხარდაჭერა ირაღის კანონის მისაღებად. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ირაღით გამოწვეულ ძალადობის პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
 

 

2016 წელს მის პირველ ყოველკვირეულ მიმართვაში ობამამ განაცხადა, რომ ის, როგორც პრეზიდენტი, მისთვის მინიჭებულ საპრეზიდენტო ძალაუფლებას გამოიყენებს, რადგანაც კონგრესი პრობლემის მოგვარებაში წარუმატებელი აღმოჩნდა.

 

 

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ირაღის აქტივისტებისა და რესპუბლიკელების მხრიდან ამას ნეგატიური რეაქცია მოჰყვება.

 

 

ობამამ ამერიკელებს უთხრა, რომ მან უამრავი წერილი მიიღო მშობლების, მასწავლებლებისა და ბავშვებისაგან და ისინი მას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

 

 

„ვიცით, რომ ჩვენ ვერ შევაჩერებთ ძალადობის თითოეულ ქმედებას, მაგრამ თუ გინდ ერთით მეტი ძალადობის აღკვეთას რომ ვეცადოთ? რა იქნებოდა კონგრესს რაიმე რომ ეღონა იმისათვის, რომ ჩვენი ბავშვები ირაღით გამოწვეული ძალადობისაგან რომ დაეცვა?“ - განაცხადა ობამამ.

 


მან აღიარა, რომ მისი უუნარობა მოეპოვებინა კონგრესის მხარდაჭერა იმაზე, რასაც მან „ირაღის კანონების საღი აზრი“ უწოდა, მისი პრეზიდენტობის უდიდესი იმედგაცრუება იყო.

 


BBC-ს კორესპონდენტი ვაშინგტონში ლორა ბიკერი ამბობს, რომ პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს მისთვის მინიჭებული საპრეზიდენტო ძალაუფლება რამდენიმე სფეროში, მათ შორის იმ კუთხით, რომ მყიდველებს, რომლებიც მსხვილი დილერებისაგან იძენენ იარაღს, გააჩნდეთ ვალდებულება გაიარონ საფუძვლიანი შემოწმება თავიანთი განვლილი გზის და ბიოგრაფიის მხრივ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი