ბათუმში წყალსადენის ცენტრალური მილის დაზიანებამ ქუჩების დატბორვა გამოიწვია
03-01-2016, 00:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდთოვლობის გამო შექმნილ არაერთ პრობლემას ბათუმში წყალმომარაგების კუთხითაც დაემატა პრობლემები. წუხელ, გორგილაძისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის კვეთაზე 225 მმ-იანი ცენტრალური მილი დაზიანდა, რის შედეგადაც აღნიშნული ქუჩები დაიტბორა.

 


როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, შპს ,,ბათუმის წყლის" მობილური გჯუფის მიერ მილის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მათივე განცხადებით, აღნიშნულ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა მოსახლეობას დროებით შეუწყდეს წყლის მიწოდება.

 

ბათუმის მერიის მიერ გუშინ, დღის ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ქალაქის შესაბამისის სამსახურები მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.

 


"ქალაქის მასშტაბით გზებისა და ტროტუარების თოვლისგან გაწმენდისათვის ყოველდღიურად დასუფთავების 200 თანამშრომელი და 25 ერთეული მძიმე ტექნიკა 24 საათის განმავლობაში მუშაობს. დღის განმავლობაში გაიწმინდა 100-მდე ქუჩა. არ შეფერხებულა მაგისტრალებზე მოძრაობა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ხეების თოვლისგან გათავისუფლების ღონისძიებები, რომელსაც ბათუმის მერიის გამწვანების სამსახური ახორციელებდა. მთელი დღის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა ასევე შპს ,,ბათუმის წყლი“. მობილური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ საგანგებო რეჟიმში ყოფნას", აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი