ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართულ ქვედანაყოფებს ახალი წლის მისალოცად საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და გენერალური შტაბის დელეგაცია ეწვია.სტუმრები ქაბულში საქართველოს უფროს სამხედრო წარმომადგენელს, პოლკოვნიკ გიორგი ბლიაძეს შეხვდნენ და მისგან ადგილზე შექმნილი სიტუაციის დეტალური ანალიზი მოისმინეს.
თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 22-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის ოცეულის შტაბების საინფორმაციო ბრიფინგს დაესწრო, სადაც მისიის ეგიდით ქვედანაყოფებზე დაკისრებული ამოცანების შესრულების ანგარიში მოისმინა.
გენერალური შტაბის უფროსი პირად შემადგენლობასაც შეხვდა, ახალი წელი მიულოცა, ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა. სამშვიდობოებმა გენერალს პრობლემებიც გაუზიარეს და მისგან შეძლებისდაგვარად დახმარებისპირობა მიიღეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დელეგაცია ბაზაზე მოქმედ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასაც ეწვია, სადაც ქვედანაყოფის მოძღვარს, მამა ავთანდილს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.