ილია მეორე: როცა გვგონია, რომ მარტო ვართ და მიტოვებული ვართ, ყველაზე ახლოს მაშინ არის მაცხოვარი ჩვენთან
03-01-2016, 05:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"როცა გვგონია, რომ მარტო ვართ და მიტოვებული ვართ, ყველაზე ახლოს მაშინ არის მაცხოვარი ჩვენთან”, - ბრძანა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო წირვა-ლოცვის აღვლენის შემდეგ, ქადაგებისას.

 


პატრიარქმა მრევლს შობა-ახალი წელი მიულოცა და შეახსენა, რომ შობის ღამეს ფანჯრებში სანთლები უნდა დაანთონ. როგორც პატრიარქმა ბრძანა, წირვა-ლოცვა შობის ღამეს ჩატარდება.

 


“მოგვიახლოვდა ქრისტეშობის დღესასწაული, მე შევთხოვ უფალს, რომ ყველა ჩვენგანში იშვას ქრისტე. ქრისტე ღმერთი, ჩვენი მაცხოვარი, იყოს მფარველი ყოველივე ჩვენგანის. ყოველი ადამიანის. მაცხოვარს შევავედრებთ ყველა ადამიანს, ვინც უცხოეთშია წასული. შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენი სახელები დაწერილი იყოს წიგნსა მას შინა ცხოვრებისასა.

 


არ დაგავიწყდეთ სანთლის დანთება ფანჯარაში. თქვენ იცით, ეს არის სიმბოლო იმის, რომ ჩვენ ვიწვევთ ჩვენს სახლებში, ბინაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რათა ჩვენთან იშვას ქრისტე. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა.

 


საგალობელი “დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო”, ეს ლოცვა კიდევ ერთხელ გვახსენებს იმის შესახებ, რომ უფალი არასდროს გვტოვებს ჩვენ. როცა გვგონია, რომ მარტო ვართ და მიტოვებული ვართ, ყველაზე ახლოს მაშინ არის მაცხოვარი ჩვენთან”, – ბრძანა უწმინდესმა საკვირაო ქადაგებისას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი