ამინდის გაუარესებისა და თოვლის სახით უხვი ნალექის მოსვლის გამო, ხობის მუნიციპალიტეტში გამგებლის გოჩა ქაჯაიას ხელმძღვანელობით საგანგებო შტაბი შეიქმნა. გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის, ედიშერ ჯობავას უშუალო კოორდინაციით, შტაბის წევრები სისტემატურად გადიან ადგილებზე და მეთვალყურეობას უწევენ მიმდინარე სამუშაოებს.
ხობის გამგეობის ინფორმაციით, განსაკუთრებული რთული ვითარება შეიქმნა სოფლების, ბია - საჯიჯაოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე. სატრანსპორტო გზების გაწმმენდითი სამუშაოებისათვის მობილიზებულია ზუგდიდის შპს „საგზაო სამმართველო“, ფოთის შპს „გზა მშენი#13“,ხობის შპს „შარა გზა მშენი პირველის“ , შპს „რუკა მაპინგისა“ და შპს „ფიგაროს“მძიმე ტექნიკა.
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შსს ხობის რაიონული სამმართველოსა და შსს ხობის რაიონული სამმართველოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.