ფინანსთა სამინისტრო: თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდას არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს სიგარეტის ფასის მნიშვნელოვან გაძვირებასთან
03-01-2016, 07:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს ზოგიერთი დასახელების სიგარეტის ფასის მნიშვნელოვან გაძვირებასთან. სამინიტროს ცნობით, "ის ცალსახად უკავშირდება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს".

 

 

ახალი წლიდან საქართველოში ზოგიერთი დასახელების სიგარეტზე, კერძოდ კი Marlboro- ზე, LM-ზე, Parliament-სა და Chesterfield- ზე ფასებმა კატასტროფულად მოიმატა. ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ფასმა თითო კოლოფ Parliament- ზე მაგალითად, 10-11 ლარიც კი შეადგინა.

 

 

საქართველოს პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები მესამე მოსმენით, 2015 წლის 11 დეკემბერს დაამტკიცა.

 

 

ცვლილებების თანახმად, 2016 წლის 1-ლი იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდა, კერძოდ, ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით; სიგარებზე, ერთ ღერზე - 0.4 ლარით, სიგარილებზე 20 ღერზე - 0.5 ლარით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი 5-დან 10 პროცენტამდე გაიზარდა.

 

 

კომენტარები: 1
#1   ასმათ ჯავახიშვილი
      
ფასების გაძვირება გამოიწვევს ქარხნების გაკოტრებას და ათასობით ადამიანი დაგრჩებათ უმუშევარი,რაც გამოიწვევს ბიუჯეტში თანხის შეტანის შეწყვეტას,მწეველები კი გადავლენ უხარისხო სიგარეტზე,რაც მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს.მე პირადად 50 წელია ვეწევი დღეში ორ ყუთს,ჯანმრთელობას არ ვუჩივი, გადაჩვევა ვერ შევძელი,რა არ ვცადე,მაიძულებთ,რომ გადავიდე უხარისხო მოსაწევზე,ესაა ადამიანებზე ზრუნვა?რატომ არღვევთ ჩემს უფლებას დემოკრატიულ ქვეყანაში?ამით გამდიდრებული ქვეყანა არ გაიშვა!
3 იანვარი 2016 08:40
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი