აიათოლაჰ ალი ხამენეი: საუდის არაბეთი ალ-ნიმრის სიკვდილით დასჯის გამო „საღვთო შურისძიებას“ უნდა მოელოდოს
03-01-2016, 10:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საუდის არაბეთი, ცნობილი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯის გამო „საღვთო შურისძიებას“ უნდა მოელოდოს, ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლაჰ ალი ხამენეიმ განაცხადა.

 

 

აიათოლაჰ ხამენიმ შეიხ ნიმრ ალ-ნიმრს „მარტვილი“ უწოდა, რომელიც მოქმედებდა მშვიდობიანად.

 

 

BBC -ს ცნობით, თეირანში შაბათს გვიან საღამოს საუდის არაბეთის საელჩო პროტესტანტებმა დაარბიეს და შენობას ცეცხლიც წაუკიდეს. ინციდენტი პოლიციამ აღკვეთა. კვირას შუადღეს, რამდენიმე ასეული ადამიანი კვლავ შეიკრიბა საელჩოსთან, შენობის გარეთ.

 

 

ხელისუფლებამ, ქუჩას, რომელზეც საუდის არაბეთის საელჩო მდებარეობს, სახელი შეუცვალა და მას სიკვდილმისჯილი შეიხის, ნიმრის სახელი უწოდა. ნიმრი ერთ-ერთი იყო 47 ადამიანს შორის, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით შაბათს სიკვდილით დასაჯეს.

 

 

თუმცა აიათოლაჰ ხამენეიმ განაცხადა, რომ სასულიერო პირი საუდის არაბეთის სუნიტი ლიდერებისადმი ოპოზიციური განწყობის გამო დასაჯეს სიკვდილით.

 


„ეს რეპრესირებული სწავლული არც შეიარაღებული მოძრაობისკენ მოუწოდებდა ადამიანებს და არც საიდუმლო შეთქმულებებში იყო ჩართული,“ ნათქვამია აიათოლაჰ ხამენეის „თვითერზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

„უსამართლოდ დაღვრილი სისხლი რეპრესირებული წამებულისა, შეიხ ნიმრისა, სწრაფად გამოიღებს შედეგს და საღვთო შურისძიება საუდის არაბეთის პოლიტიკოსებს დაიპყრობს“, ამბობს ხამენეი.

 

 

შეიხი ნიმრი, 2012 წელს „არაბული გაზაფხულის“ კვალდაკვალ აფეთქებული ანტი-სამთავრობო პროტესტისას მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი