თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ საზოგადოებას გიორგი კვირიკაშვილის მიმართ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო სამართლიანი პრეტენზიები აქვს. ამის შესახებ მან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ალასანიამ კომენტარი ღარიბაშვილზეც გააკეთა და თქვა, რომ ახლა მას თავისი გზა აქვს.
"ის სამი წლის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრი გახლდათ, მაგრამ ვიმეორებ, პრემიერი იმსახურებს ახალი წლიდან შანსი მივცეთ. თუ მან მოქალაქეებთან კომუნიკაციის აღდგენა ვერ მოახერხა, ღარიბაშვილის მსგავსად ფიასკო ელოდება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც ყოფილ პრემიერ მინისტრზე, ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას აღნიშნა, რომ პოსტიდან წასვლა ღარიბაშვილისთვისაც მოულოდნელი იყო.
"წაქცეულზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ აშკარად გამოჩნდა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლა ირაკლი ღარიბაშვილისთვისაც მოულოდნელი იყო. ბევრი რამ ერთად გავაკეთეთ, მაგრამ არაერთი მნიშვნელოვანი საქმის ხორცშესხმა არ გამოგვივიდა, რაზეც გულნატკენი ვარ. არ მინდა ახალ წელს ამაზე ვილაპარაკო, მას ახლა თავისი გზა აქვს", -აღნიშნა ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.