„არ არის გამორიცხული ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია შექმნას და პოლიტიკაში დაბრუნდეს“
04-01-2016, 00:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნებისთვის" "ჟანგბადის ბალიშია". თუ იცის "ქართულმა ოცნებამ", "ჟანგბადის ბალიში" როგორ გამოიყენოს, წინასაარჩევნოდ სუნთქვა ნამდვილად გაუადვილდება“ - აღნიშნული განცხადება ექსპერტმა, სოსო ცისკარიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

 


ექსპერტის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. მისივე შეფასებით, 2016 წელს, შესაძლოა, არაერთი პოლიტიკური სიურპრიზი ვიხილოთ.

 


„კვლავინდებურად ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. მან თქვა, რომ ღარიბაშვილი წარმატებული პრემიერი იყო, რომელიც წარმატების ზენიტში ყოფნისას წავიდა თანამდებობიდან, მაგრამ დაამატა, რომ კმაყოფილი და ბედნიერია მისი წასვლით. ამ განცხადებებში ლოგიკის დანახვა ძალიან გამიჭირდა. მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ამგვარი დემოკრატიული გადაწყვეტილებით ძველი ტრადიცია წარსულს ჩაჰბარდა, მაგრამ მე მეეჭვება“ - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

 


ექსპერტი ღარიბაშვილის პოლიტიკური გზის გაგრძელებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული მთავრობის ყოფილმა მეთაურმა პოლიტიკური პარტიაც კი ჩამოაყალიბოს.

 


„ღარიბაშვილი დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტად ვერ წარმომიდგენია. თუმცა, ქართულ პოლიტიკაში არაფერია გამორიცხული, მათ შორის არც ის, რომ ღარიბაშვილმა პარტია შექმნას და პოლიტიკაში დაბრუნდეს. თუმცა ამისთვის, ალბათ საჭიროა, რომ ხელისუფლება კრიზისში აღმოჩნდეს. ვნახოთ, 2016 წელს შესაძლოა, არაერთი პოლიტიკური სიურპრიზი ვიხილოთ... ივანიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილის მმართველობისას არ ერეოდა ქვეყნის მართვაში და მხოლოდ კონსულტაციებს სჯერდებოდა, მაგრამ ეს კონსულტაცია ხშირად ბრძანებად აღიქმება... არ არის ჩვენი საზოგადოება ისეთი განუვითარებელი, რომ საკუთარი სურვილით გადადგომა დაიჯეროს პრემიერ-მინისტრისა, რომელმაც ისიც კი ვერ გადაწყვიტა, რომელ საათზე განეცხადებინა წასვლის თაობაზე, თუმცა, ვისაც თავის მოტყუება სურს, მისი ნებაა...

 


დარწმუნებული ვარ, ღარიბაშვილს ეს ნაბიჯი ადრე რომ გადაედგა, ქვეყნის წინაშე დღეს ნაკლები გამოწვევა იქნებოდა. მინდა, მჯეროდეს, რომ ეს არ იქნება გადანაცვლება, რომელიც ჯამს არ შეცვლის. ჩვენ დღეს გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ნდობას უდავოდ იმსახურებს. ის თავის დროზე პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელიც იყო, პარლამენტის წევრიც, ეკონომიკის მინისტრიც, საგარეო საქმეთა მინისტრიც, ბანკირიც... ერთი სიტყვით, დღეს გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნებისთვის" "ჟანგბადის ბალიშია". თუ იცის "ქართულმა ოცნებამ", "ჟანგბადის ბალიში" როგორ გამოიყენოს, წინასაარჩევნოდ სუნთქვა ნამდვილად გაუადვილდება“ - აცხადებს ცისკარიშვილი გაზეთთან ინტერვიუში.

 

 

კომენტარები: 1
#1   იაშა ხარაიშვილი
      
ბატონი ირაკლი ღირსეული ადამიანია. ახალგაზრდა, განათლებული, მუშა, კარგის და ცუდის გამრჩევი, კარგი ოჯახის მამა, კარგი ქართველი და ქართული საქმის მკეთებელი. თუ დამოუკიდებელ გზას აირჩევს საკუთარი პარტიის შექმნით ღირსეული ქართველების მხარდაჭერა არ მოაკლდება წარმატებებს გისურვებ ბატონო ირაკლი, სადაც არ უნდა იყო და რაზეც არ უნდა გააკეთო არჩევანი. უღღმესი პატივისცემით!!!
4 იანვარი 2016 05:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი