ირაკლი ალასანია: თუ კვირიკაშვილმა მოქალაქეებთან კომუნიკაციის აღდგენა ვერ მოახერხა, ღარიბაშვილის მსგავსად ფიასკო ელოდება
04-01-2016, 00:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თავისუფალ დემოკრატებს" გულწრფელად გვინდა, გიორგი კვირიკაშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად, ფიასკო არ განიცადოს, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ალასანია თვლის, რომ გიორგი კვირიკაშვილის მთავარი გამოწვევა საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის სტაბილურად და მშვიდად მიყვანა იქნება.


"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს და განმარტავს, თუ რატომ არ გამოუცხადა ფრაქცია "თავისუფალმა დემოკრატებმა" მთავრობას ნდობა.


"მთავრობას ნდობა იმ მიზეზით არ გამოვუცხადეთ, რომ ოპოზიცია ამ მთავრობაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. თუმცა, დიახ, გიორგი კვირიკაშვილს ვენდობით და მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში რჩევებიც მივცეთ, რომ საზოგადოების გაუსაძლისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს. ვფიქრობ, გიორგი კვირიკაშვილის მთავარი გამოწვევა საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის სტაბილურად და მშვიდად მიყვანაა. მჯერა, ის დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს და არც პოლიტიკურ დაკვეთებს არ შეასრულებს, პოლიტიკურ პროცესებში სამართალდამცავი სტრუქტურების ჩართვას ვგულისხმობ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.


ამასთან, ალასანია თვლის, რომ საზოგადოებას გიორგი კვირიკაშვილის მიმართ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო სამართლიანი პრეტენზიები აქვს. "ის სამი წლის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრი გახლდათ, მაგრამ ვიმეორებ, პრემიერი იმსახურებს ახალი წლიდან შანსი მივცეთ. თუ მან მოქალაქეებთან კომუნიკაციის აღდგენა ვერ მოახერხა, ღარიბაშვილის მსგავსად ფიასკო ელოდება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

 

კომენტარები: 1
#1   ციალა
      
ბატონო პრემიერო, ღმერთსა მადლი, რომ რატომღაც იმედი ჩაგვესახა თქვენი მოსვლით. ძალიან დადებითი აურა გაქვთ. თვალებში რაღაც სიკეთე გამოსჭვივის. ერთი თხოვნა გვაქვს, უპირველესად მიხედეთ ღარიბ ფენას, შეამცირეთ უზარმაზარი დანამატები და პრემიები. პრემიებზე რომ ატყდა აურზაური, დანამატი დაარქვეს, ხალხი აბუჩად აგვიგდეს და 10 ლარი მოგვიმატეს პენსია, ისიც სექტემბრიდანო, სამარცხვინო არ არის, 180 ლარი სატრაბახოდ?
ბატონო პრემიერო, დიდი მეფენი უპირველესად დაპურებით იწყებდნენ ქვეყნის მართვას, ვინძლო ასეთი ,,მეფე' იყოთ.
გადახედეთ პენსიების თემას, აგრემც შერჩებით ქვეყანას.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ბატონო გიორგი. ძალიან დადებითი აურა გაქვთ და ღმერთმა ქნას გაგვიმართლოს.
განსაკუთრებით პენსიონერებს გვიგდებენ აბუჩად, თურმე სექტემბერში 180 ლარი გაგვიხდება პენსია, რომელიც გადასახადებშიც არ გვყოფნის, სამაგიეროდ ხელისუფალთ მარტო პრემიებით და დანამატებით მილიონები იშოვნეს სამ წელიწადში. ის მაინც ვიცოდეთ რაში იღებენ, როცა ქვეყნის საქმე უკან-უკან წავიდა.
4 იანვარი 2016 10:59
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი