„ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მურუსიძე უღალატებს "ნაციონალურ მოძრაობას" და რაიმე მოტივით "ოცნების" დამხმარედ იქცევა“ - აღნიშნული განცხადება ექსპერტმა, სოსო ცისკარიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გააკეთა.
ექსპერტის თქმით, პირში ჩალაგამოვლებული დარჩება ყველა, ვინც მურუსიძის ხელით გადაწყვეტს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბრძოლას.
„მურუსიძის არჩევა არის სახელმწიფოს სირცხვილი. ამ ადამიანის მოსამართლეობა ნეგატიურად შეაფასა საერთაშორისო სასამართლომ. ივანიშვილმა ისე წარმოაჩინა, რომ მურუსიძეც სააკაშვილის სისტემის მსხვერპლი ყოფილა, არადა, თვითონ ბატონი მურუსიძე მსხვერპლად სულაც არ მიიჩნევს თავს, დიდგულობს და გვიმტკიცებს, რომ მართალი კაცია. წარმოუდგენელია, გჯეროდეს, რომ ამ ადამიანის მოსამართლეობისას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი შესაძლებელი იქნება, ან ის იუსტიციის საბჭო, რომლის 2/3 კვლავაც დაკომპლექტებულია ზურიკელა ადეიშვილის მიერ, შეიძლება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტად მიაჩნდეს ვინმეს. ვფიქრობ, საჭიროა სასწრაფო საკანონმდებლო ცვლილებები, რაზეც, როგორც ვიცი, ახალგაზრდა იურისტების ჯგუფი უკვე მუშაობს. ჩემი ინფორმაციით, მურუსიძე, მისი ამომრჩევლები და ძმანი მათნი აპირებენ, უფრო ძლიერად აამოქმედონ საცეცები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ... იმისათვის, რომ ქვეყანაში სამართლიანობამ გაიმარჯვოს და არა - პირადმა ინტერესებმა, ისევ და ისევ საზოგადოების თანადგომა და ერთიანობაა საჭირო. ვიმეორებ, ეს საბჭო დღესაც დაკომპლექტებულია ადეიშვილის მიერ. ვინ და როგორ ეტრფის ადეიშვილის სამართლიანობის სტანდარტს ამ სისტემაში, ადრე თუ გვიან უსათუოდ გამოჩნდება, რადგან უამრავი ადამიანი მზად არის, მისცეს ჩვენება, თუ რა ხდებოდა იუსტიციის საბჭოში წლების განმავლობაში“- აცხადებს ცისკარიშვილი.
მისივე შეფასებით, ლევან მურუსიძესთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ და კოალიცია „ქართული ოცნებაც“ შანტაჟის მეთოდებით მოქმედებენ.
„როცა ამ ხელისუფლების პირობებში მურუსიძის აღზევება დაიწყო, "ნაციონალები" გაისუსნენ - მათ სათქმელი არაფერი ჰქონდათ და ჩემთვის ეს თვითლუსტრაცია იყო. სწორედ ეს პოლიტიკური ძალა იყო დასაბამი ბოროტებისა, რომლის სიმბოლოდაც იქცა მურუსიძე. ახლა რატომღაც შეცვალეს პოზიცია, ხმა ამოიღეს და თვითონ დაიწყეს მურუსიძის კრიტიკა, რაც სასაცილოც არის და სახიფათოც. ორივე პოლიტიკური ძალის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ ადამიანთან შანტაჟის მეთოდებით მოქმედებდნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, "ნაციონალურ მოძრაობას" ვერავინ აჯობებს. ამიტომ პირში ჩალაგამოვლებული დარჩება ყველა, ვინც მურუსიძის ხელით გადაწყვეტს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბრძოლას... ამ ძალას დღემდე ფარული ჩანაწერების მთელი კოლექცია აქვს“- აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.