იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული მოსამართლეები მუშაობას შეუდგნენ. საბჭოს მიერ სულ 38 მოსამართლე იქნა არჩეული, მათგან 8 ახლადდანიშნულია.
„ის მოსამართლეები, რომლებიც კენჭისყრის შედეგად, დღეს განმწესდნენ მოსამართლეებად, არიან უკვე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რიცხვში, მათ მიერ სამართალწარმოების განხორციელებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა სასამართლოს პრესტიჟისა და ავტორიტეტისთვის. რაც შეეხება საერთაშორისო რეზონანსს, საზოგადოებისა თუ არასამთავრობო სექტორის დამოკიდებულებას ამ პროცესებისადმი, ეს არის მათი პოზიცია“ - აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ.
სხდომოზე მოსამართლეთა შორის, იმყოფებოდა ლევან მურუსიძეც, რომელმაც ჟურნალისტებთან ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
"ვიმუშავებ ისე, როგორც რიგითი მოსამართლე" - აღნიშნა მურუსიძემ.
სასამართლო სისტემაში სულ 61 ვაკანტური ადგილი იყო. გასული წლის 25 დეკემბერს, იუსტიციის უმარლესმა საბჭომ როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოში 38 მოსამართლე აირჩია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.