ბიძინა ივანიშვილს უკვე დაწყებული აქვს შეხვედრები იმ "ახალ სახეებთან", რომლებიც 2016 წლის არჩევნებში კოალიციის საარჩევნო სიებში იქნებიან წარმოდგენილნი
04-01-2016, 02:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად იქნება ჩართული და მაქსიმალურად შეეცდება კოალიციას გამარჯვება მოუტანოს. იგი ასევე აქტიურ როლს ითამაშებს საარჩევნო სიების შედგენაშიც. მას უკვე დაწყებული აქვს შეხვედრები იმ ადამიანებთან, რომლებიც შესაძლოა, კოალიციის საარჩევნო სიებში იყვნენ წარმოდგენილნი. ამის შესახებ თავად ბიძინა ივანიშვილმა ბოლო სატელევიზიო გამოსვლისას, 2015 წლის 30 დეკემბერს, გადაცემა 2030-ში განაცხადა და თქვა, რომ საარჩევნო სიებში წარმოსადგენ პირთა შერჩევის პროცესი გაგრძელდება. ამასთან, ივანიშვილი ხაზს უსვამს, რომ ძველი გუნდის თითოეული წევრი, როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში უნდა დარჩეს გუნდის წევრად და მათთვის ღირსეული ადგილი უნდა მოიძებნოს.


შეკითხვაზე, მიიღებს თუ არა საარჩევნო სიების შედგენაში მონაწილეობას, ბიძინა ივანიშვილმა ასეთი პასუხი გასცა: "მივიღებ რა თქმა უნდა, ყველაფერში მივიღებ მონაწილეობას და ძალიან აქტიურად ჩავერთვები, კიდევ ერთჯერ ვაცხადებ. მთელი ჩემი რესურსით დავეხმარები საკუთარ გუნდს, რომ მან დაარწმუნოს საზოგადოება, რომ დღეს ისევ შეუცვლელია და ლიდერი უნდა იყოს, რამეთუ ის გზები, რომელიც გამოიკვეთა, ჩვენი მოსვლის შემდგომ, ის ფასეულობები, რაც ჩვენ დავამკვიდრეთ, სჭირდება მას გაღრმავება და გამაგრება და აქედან გამომდინარე, მე ინტერესი მაქვს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ჩემთან ერთად მაქსიმალურად მოვახერხოთ მობილიზება და მივიღოთ შესატყვისი გადაწყვეტილებები", აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.


შეკითხვაზე - ეყოლება თუ არა კოალიციას ახალი სახეები და რა ტიპის კადრებს ეძებენ, ივანიშვილმა უპასუხა: "შეხვედრებიც მქონდა რამდენიმე და ვაგრძელებ ამ პროცესს, ახალი კადრებით გადახალისების გუნდის. კიდევ ვიმეორებ და ვახსენებ ოპონენტებს, რომ ამით არავითარ კანონს არ ვარღვევ. მაქვს ამის უფლებები, ჩემი გემოვნების ხარჯზე და ჩემი შესაძლებლობის ფონზე საკუთარ გუნდს მივცე რეკომენდაციები და არა თავს მოვახვიო რაიმე. მე ამას გავაკეთებ და გავაგრძელებ. იმისათვის, რომ მოსახლეობას განვუმარტო, რატომ არის სასურველი ახალი სახეების გამოჩენა, მანამდე მე მინდა გავიხსენო ჩვენი ძველი გუნდი, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, თითოეულ წევრს, პარლამენტარს თუ მთავრობის წევრს, თუმცა მთავრობაში არიან ახალი წევრები, ვისაც მე არ ვიცნობ საერთოდ, მაგრამ ძირითადი გუნდი პარლამენტშიც და მთავრობაშიც, თითოეულ მათგანთან მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, თითოეულს ვცემ უდიდეს პატივს და ის არჩევნები, რაც ჩვენ ჩავატარეთ 2012 წელს ის არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი და ჩვენ ეს ომი ღირსეულად მოვიგეთ, სუფთა ხელებით. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რობიკო სტურუას, დიდ რეჟისორს, რომელიც 3-ჯერ ამოვიდა ჩემთან პროცესში და მითხრა: ბიძინა, ესენი უსისხლოდ არ წავლენ და უსისხლოდ ვერ გაიყვან და გაოცებული რობიკო დღესაც მეკითხება, რა გააკეთე და როგორ მოახერხე და როგორ გააკეთეთ? დიახ, ჩვენ ეს ომი მოვიგეთ ღირსეულად, ისე, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე არ დავაზიანეთ ფიზიკურად, მაგრამ მათი სახე ვაჩვენეთ მაქსიმალურად. თითოეული ჩემი თანაგუნდელი, ყოფილი, არის ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან ძვირფასი და თითოეულმა მათგანმა ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო იმ გამარჯვებაში, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ და პარლამენტშიც არ იყო მათი ოცნება რომ დამსხდარიყვნენ, ბევრი მათგანისთვის პარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც მათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება შეიძლება გააკეთონ. გუნდმა უნდა მოახერხოს გადახალისება, ოღონდ არა მათ საფასურად, რომ ისინი დარჩნენ გუნდს მიღმა. ყველა გუნდის წევრმა უნდა ნახოს თავისი ადგილი გუნდში, მხედველობაში მყავს არა მარტო პარლამენტი, არამედ მთავრობაც, სამოქალაქო ნაწილი, ბიზნეს ნაწილი და ა.შ. ისინი უნდა დარჩნენ გუნდის ღირსეულ წევრებად. ამავდროულად, პარლამენტი უნდა გადახალისდეს და აშკარად ემჩნევა ამის საჭიროება ჩვენს პარლამენტს, დღეს თუ გადავხედავთ. უნდა გადახალისდეს უფრო მეტად ისეთი ხალხით, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან სწორედ რომ კანონწარმოებაზე. გუნდი ითხოვს და აშკარად ითხოვს გადახალისებას ამ მიმართულებით," განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები: 6
#6   მოდენა
      
თუ თვითონ არ ივარგეს, ბატონი ბიძინა კი არა ვერავინ ვერავის შეარჩევს...ადამიანობაა მთავარი, რომლის დიდი კრიზისია ჩვენთან.
19 იანვარი 2016 00:51
#5   giorgi61
      
ვინ ადგენს ახალი კადრებს? კალაძე და მისი კამანდა? კვირიკაშვილი? პარლამენტარები? რა კრიტერიუმებით. მარტო მათი ახლობლობით? ეს ნეპოტიზმია? იქნებ გეკითხათ მეცნიერებათა აკადემიისთვისაც, საზოგადოება თბილისელისთვის, სხვა ორგანიზაციებისთვის /მაგრამ არა არასამთავრობოებს, ვინც საზღვარგარეთიადან იღებენ დაფინანსებას, არაეროვნული კადრებით დააკომპლექტონ მტავრობა და პარლამენტი/ უბანში მაინც იკითხეთ თქვენ კადრებს რა ავტორიტეტი აქვთ

ბევრი ედგა მხარში ოცნებას. მაგრამ მერე ტელეფონზეც აღარ პასუხობდნენ. არ ყოფნით ადგილები /რომ დაასაქმონ მათი ახლობლები/ ხელფასები, პრემიები, დანამატები. ბიზნესმენები ძალაუფლება მოწონთ. პარლამენტში რა უნდათ სპორტსმენებს, მსახიობებს, რეჟისორებს /რადგან მათთვის სამსახური სხვაგან ვერ მოძებნეს/ აქ უნდა იყვნენ გამოცდილი იურისტები და არა ბიზნესმენები ყველამ ის უნდა აკეთოს რაც იცის,გამოცდილია და პატიოსანი. ძველი იურისტებია საჭირო და არა ახალგაზრდა გამოუცდელი ხალხი

უცხოეთშიც არიან გამოცდილი ადამიანები,რომლებსაც დაბრუნება უნდათ სამშობლოში და ვერ ახერხებენ. იქაც ეძებეთ
8 იანვარი 2016 03:53
#4   madona
      
სუფთა ხელებით მოუგიათ ,,ომი", ალბათ 10 თვის ბავშვის მკვლელობა-სუფთა ხელებია, ის ხომ ანგელოზი იყო არა? ციხის ყალბი კადრები და ქურდების ტრ...ბის გლოვა-სუფთა ხელებია ალბათ, ხალხის მოტყუება, გაიაფებული გადასახადები, 220 ლარიანი პენსიები, ხალხის კეთილდღეობა და ტყუილი დაპირებები კია სუფთა ხელები, მაგრამ არა სუფთა სინდისი, ალბათ ეკონომიკისა და ლარის განადგურება, საქართველოს აღმასვლის შეჩერება-სუფთა ხელებია და არა სუფთა სინდისი, საყდრისის აფეთქებას კი არც სუფთა ხელები და არც სუფთა სინდისი არ ქვია, თქვენ მოახერხეთ 3 წელში საქართველოს განადგურება, მკვლელობები ბიზნესმენებისა თუ ახალგაზრდების, ხალხის, ბავშვების დაუთოება, ბანკების ძარცვა, მოსახლეობის დაყაჩაღება, 5 მილიარდი ბიუჯეტის გაქრობა, ესაა თქვენი სუფთა ხელები ან სუფთა სინდისი?
5 იანვარი 2016 11:03
#3   ნინო
      
დაიწყეთ შეარჩევა იმ ერთგული ადამიანებიდან, რომლებიც 2012 წლის არჩევნებამდე ერთი წელი იბრძოდნენ (ინტელექტუალურად) გამარჯვებისთვის, რომლებმაც 2012 წელს დიდი რისკის ფასად მოიპოვეს გამარჯვება საარჩევნო უბნებზე, ის ადამიანები ყველაზე ერთგულები და პროფესიონალები არიან. დაიწყეთ იქიდან.
5 იანვარი 2016 03:19
#2  თინათინი
      
მთავრობაშიც და საზოგადოებაშიც უიმედობა და მოლოდინის გაცრუებაა...მიხედეთ საგანმანათლებლო სფეროს...სოფლებში სკოლის დირექტორთა სახეებს,რომლებიც არჩევნების დროს დიდ წილს განსაზღვრავენ სოფლად...გურჯაანში გიორგი ღვინიაშვილის კადრია ისევ, გთხოვთ მიიღეთ
ზომები თორემ გვიან იქნება თითზე კბენანი...
4 იანვარი 2016 09:25
#1   madlena
      
მინდა ვურჩიო ბატონ ბიძინას, ისეთი ადამიანები შეარჩიოს მთავრობაში, რომლებიც ქვეყნისთვის იზრუნებენ. მართალია ამ ხელისუფლებაშიც მოიძებნება ერთგული ადამიანები, მაგრამ სამწუხაროდ ბევრმა ვერ მოახერხა ერთგულება, ძლია ანგარებამ. დიდ მნისველობას ვანიჭებ პატიოსნებას და გამოცდილებას.
4 იანვარი 2016 05:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი