მართვის მოწმობის ე.წ. 100 ქულიანი სისტემა არ ამოქმედებულა
04-01-2016, 04:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტს საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა ჯერ არ დაუწყია. შესაბამისად, ცვლილებები, მათ შორის მართვის მოწმობის ე.წ. 100 ქულიანი სისტემის შემოღების შესახებ, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან არ ამოქმედებულა.

 

 

რამდენიმე კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომელიც მართვის მოწმობებზე ქულების დაწესებას, მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას, ასევე ავტომობილების წლოვანების მიხედვით განბაჟების საფასურების შეცვლას და სხვა სიახლეებს ითვალისწინებს, პარლამენტს განსახილველად დეკემბრის შუა რიცხვებში წარედგინა.

 

 

პროექტი აღნიშნული სიახლეების ძირითადი ნაწილის ამოქმედებას 2016 წლის 1-ლი იანვრიდან ითვალისწინებდა, მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვასთან დაკავშირებული ინიციატივის ამოქმედება კი 2016 წლის 1-ლი მარტიდან არის დაგეგმილი, თუმცა, საკითხის პარლამენტში ინიცირებისთანავე ითქვა, რომ პარლამენტი განხილვას არ იჩქარებს.

 

 

საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობის დაწყება საგაზაფხულო სესიისთვის დაიგეგმა. შესაბამისად, შეიცვლება ყველა ის თარიღი, რომელიც ინიცირებულ პროექტშია გაწერილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობის ე.წ. 100 ქულიანი სისტემა ამოქმედდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი