"მეშინია გაბრაზებულმა თეა წულუკიანმა ისეთი კანონი არ მიიღოს, რომ სასამართლო ხელისუფლება ვინმეს დაუქვემდებაროს" – განცხადება ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"მე ყველანაირად მოვერიდე ჩემს პრესკონფერენციაზე არ გამეკეთებინა პოლიტიკური განცხადებები, როდესაც პარლამენტში მთავრობის დანიშვნა მიმდინარეობდა, თუმცა, საპირისპირო მხრიდან კეთდებოდა განცხადებები. მაგალითად, იუსტიციის მინისტრის მხრიდან მოვისმინე კომენტარი, როდესაც მიმითითა, რომ ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ნამდვილად აღარ ეშინიათ მოსამართლეებს განცხადებების. მე ერთი რამის მეშინია, რომ ამ გაბრაზებულ გულზე ისეთი კანონი არ მიიღოს ქალბატონმა თეამ, რომ ვინმეს პირდაპირ არ დაუქვემდებაროს მოსამართლეები", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.