გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერშუეთის განაპირას, სამების სალოცავთან ახლოს, ე.წ.მესაზღვრეებმა ორი ადამიანი დააკავეს. საბა სეხნიაშვილი და ლაშა გლურჯიძე სამების სალოცავში სანთლების ასანთებად იყვნენ წასულები. საბა სეხნიაშვილი ე.წ. მესაზღვრეებს გამოექცა, ხოლო ლაშა გლურჯიძე ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.
ლაშა გლურჯიძის დედა აცხადებს, რომ შვილის მობილური ტელეფონი დაკავებიდან რამდენიმე წუთში გაითიშა. სეხნიაშვილის თქმით, ის მეგობართან ერთად ეკლესიაში შედიოდა, რა დროსაც 8 შეიარაღებული პირი გამოჩნდა. ჯერჯერობით ამ დრომდე გლურჯიძის ოჯახს არავინ დაკავშირებია.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დავით ცერცვაძის განცხადებით, სამების ეკლესია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, შესაბამისად, ახალგაზრდებს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ. დავით ცერცვაძის განცხადებით, საქმის კურსშია ჩაყენებული როგორც ძალოვანი უწყებები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.