არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს
04-01-2016, 07:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო რეფორმის საკითხებზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. კვირიკაშვილისადმი მიმართვა ინტერპარტიული ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს.


“საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის პოლიტიკური გაერთიანებები მივესალმებით თქვენს დიდ სურვილს, ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფის შესახებ. ასევე თქვენს მზადყოფნას, უახლოეს მომავალში დაიწყოს შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან, მათ შორის ბიზნესწრეებთან და არასამთავრობო სექტორთან.

 


ზემოთქმულიდან და საკითხის გადაუდებლობიდან გამომდინარე, გამოვთქვამთ მზადყოფნას თქვენთან შესახვედრად საარჩევნო რეფორმის განვითარების შემდგომი პროცესის განსახილველად“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: “ახალი მემარჯვენეები”, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, “თავისუფლება”, “თავისუფალი საქართველო”, “რეფორმატორები”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის”, “ევროპელი დემოკრატები”, “ლეიბორისტული პარტია”, “პატრიოტთა ალიანსი”, “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”, “ტრადიციონალისტთა კავშირი” და “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია”.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი