ხონის მუნიციპალიტეტში გზების ინტენსიური გაწმენდა ყველა ადმინისტრაციული ერთეულის მიმართულებით მიმდინარეობს
04-01-2016, 08:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა შეფერხებები გამოიწვია. გზებზე გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.


ხონის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მობილიზებულია ადგილობრივი მძიმე ტექნიკა, მუშაობენ საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც, რის შედეგადაც გაიწმინდა ცენტრალური გზები, აგრეთვე ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები. თოვლის საფარისგან ამჟამად ცალკეული უბნები იწმინდება.


გამგეობაში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა , რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და შექმნილ ვითარებას კოორდინაციას უწევს.


ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ჯემალ მებუკის განცხადებით, ყველა ადმინისტრაციული ერთეულის მიმართულებით მიმდინარეობს გზების ინტენსიური გაწმენდა. თოვლს არ დაუზიანებია ელექტრო გადამცემი ბოძები და მოსახლეობს ენექტროენერგია შეფერხების გარეშე მიეწოდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი