თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების შეხვედრა მიმდინარეობს
04-01-2016, 08:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი ესწრებიან.

 

 

"პირველ რიგში მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, რა პრეტენზიები აქვს მამუკა ახვლედიანს. ცოტა არ იყოს ბუნდოვანია მისი განცხადებები. მოსამართლეების ნაკლებობის პრობლემა ნამდვილად არსებობს, თუმცა ეს მხოლოდ საქალაქო სასამართლოს პრობლემა არ არის. ასევე საინტერესოა რას გულისხმობს ბატონი მამუკა ახვლედიანი, როდესაც კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით აკეთებს განცხადებებს. ჩვენ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა ვისაუბროთ. შესაბამისად, კარგი იქნება დღეს მისი დასაბუთებული არგუმენტაცია მოვისმინოთ", - განაცხადა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა თამარ ალანიამ.

 

 

მამუკა ახვლედიანისგან არგუმენტების მოსმენას ელოდება იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთი მოსამართლე წევრი შოთა გეწაძე.

 

 

"პრობლემების უდიდესი ნაწილი, რომელიც მამუკა ახვლედიანმა ჩამოთვალა, არ არსებობს, თუნდაც მოსამართლედ დანიშვნის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ეს საკანონმდებლო დონეზეა დარეგულირებული და აქ პრობლემებს ვერ ვხედავ. ჩვენ სხვა არაერთი ისეთი საკითხი გვაქვს, რომელიც პრობლემას არ წარმოადგენს. სამწუხაროა, რომ მათი წარმოჩენა ხდება როგორც პრობლემური საკითხების", - განაცხადა შოთა გეწაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი