დადასტურდა ჩვენი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები მამუკა ახვლედიანის პოზიციას არ იზიარებენ, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებისა და იუსტიცის უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მოსამართლემ, თამარ ალანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
"არაერთმა მოსამართლემ გამოთქვა თავისი კრიტიკული მოსაზრება და აღნიშნა, რომ ემიჯნებიან მამუკა ახვლედიანის განცხადებებს, რომლებიც ამ დღეებში დააფიქსირა. ნინო გვენეტაძემ სტატისტიკა წარმოადგინა, რომელიც მოსამართლეთა რაოდენობას ეხება, 2012 წელს, როცა ბატონი მამუკა დაინიშნა მოსამართლედ, მათი რიცხვი 67 იყო, დღეს უკვე 89 მოსამართლემდე შეივსო მათი რაოდენობა. ეს მართალია, იმ საქმეთა ნაკადთან, რაც არსებობს, არ არის საკმარისი, თუმცა, საბჭო ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას, რომ საჭიროების შემთხვევაში გაზრდილიყო მოსამართლეთა რაოდენობა", - განაცხადა თამარ ალანიამ.
სხდომიდან გამოსვლის შემდეგ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ევა გოცირიძემაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ახვლედიანის განცხადებები სრულიად მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ჰგავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.