საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები: პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპატრიარქოში საზეიმო ტრაპეზზე იმყოფებოდნენ, რომელიც პატრიარქის დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართა.
4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 83 წლის გახდა.

მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვიცე პრემიერი კახა კალაძე და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, პატრიარქის იუბილისადმი მიძღვნილ ჯემალ სეფიაშვილის საშობაო - შემოქმედებით საღამოს დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.