ბიძინა ივანიშვილი: მინდა მოსახლეობას შევახსენო ჩემი დანაპირები, რასაც ხშირად მახსენებენ, რომ ვამბობდი, რომ მეორე წელიწადი იქნება გასაგები, მესამე იქნება კარგი, შემდგომი უფრო კარგი და დანარჩენი წლებიც იქნება უკეთესი და უკეთესი
04-01-2016, 23:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილმა თავის ბოლო სატელევიზიო გამოსვლისას, 2015 წლის 30 დეკემბერს, გადაცემა 2030-ში  იმ დაპირებების, მისი თქმით, "გამონათქვამების" კონტექსტი და მნიშვნელობაც განმარტა, რომელსაც მას ოპონენტები ხშირად ახსენებენ, როდესაც საუბარი კარგ მე-2, უკეთეს მე-3 და საუკეთესო მე-4 წელს ეხება.



"მე მინდა მოსახლეობას შევახსენო ჩემი დანაპირები, ჩემი გამონათქვამები, დანაპირებად ეს არ ითვლება, რასაც ხშირად მახსენებენ, რომ ვამბობდი, რომ მეორე წელიწადი იქნება გასაგები, მესამე იქნება კარგი, შემდგომი უფრო კარგი და დანარჩენი წლებიც იქნება უკეთესი და უკეთესი, მხედველობაში მქონდა, დღესაც მინდა  ამას ხაზი გავუსვა, რომ ძირითადი ფუნქცია, რაც უნდა შეასრულოს სახელმწიფომ და ხელისუფლებამ იმისათვის, რომ ბიზნესი წარმატებით განვითარდეს და ინვესტიციები შემოვიდეს, რის ხარჯზეც ევროპის წარმატებული ქვეყნებიც და ამერიკაც გაიზარდა, ჩვენ ეს ყველაფერი დავაფუძნეთ და დავაფუძნეთ ძალიან სწრაფად, რომ ბიზნესი არის თავისუფალი, კერძო საკუთრება არის აბსოლუტურად დაცული, კრიმინალი შემცირდა, მიუხედავად, "ნაციონალების" ვთქვათ, კრიტიკისა. კანონები გასაგებია, დახვეწას საჭიროებს და უნდა გაგრძელდეს, ეს პროცესია მუდმივი. მთავრობა ცდილობს, რომ პრიორიტეტები სწორად დააფინანსოს და მოახერხა, ეს იყო სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, შემდგომ შეიძლება სხვა პრიორიტეტებიც, ვთქვათ ადგილობრივი წარმოების წახალისება და ა.შ. მე რაც მაძლევდა საფუძველს იმისას, რომ საქართველოს ეკონომიკა იქნება წარმატებული, გახლდათ ის, რომ ჩვენ იმ თამაშის წესებს ვაფუძნებთ და დავაფუძნეთ, რის ხარჯზეც სხვა ქვეყნები გახდნენ წარმატებულნი და ეს პროცესი განუხრელად დამკვიდრდა და გრძელდება. აი, ეს აუცილებლად ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს უფრო, უფროს ვერ ვიტყოდი, რადგანაც 3% არ არის სახალისო, მაგრამ ნახეთ აბა სხვის ფონზე, შარშან, მე-2 წელი, რომელიც მე ვთქვი გასაგები იქნება და არა წარმატებული, არათუ რეგიონში ვიყავით პირველები, არამედ ევროპაშიც პირველები ვიყავით," აღნიშნა ივანიშვილმა და დაამატა:



"როდესაც რეგიონში კრიზისია, ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება წარმატებული და ასეთი მაგალითი ეკონომიკაში არ არსებობს. როცა მსოფლიო კრიზისია, იქ ვერც ერთი ქვეყანა ვერ არის სუპერ-წარმატებული, კრიზისს ყველა განიცდის. განიცადა საქართველომაც, მაგრამ ამაში არ არის ჩვენი მთავრობის დანაშაული, რომ, რაც მოხდა დევალვაცია და ა.შ. იმისათვის, რომ სწორად შევაფასოთ, რამდენად ეფექტურია საქართველოს მთავრობა, და მახსოვს მე აქ ერთ-ერთ გადაცემაში შეკითხვა დამისვეს, რის შემდეგაც გამიჩნდა იდეა, რომ ეკონომიკური კონფერენციების მოწყობა მოგვეხერხებინა თვეში ერთჯერ, რომელიც გრძელდება. უკვე 4 თუ 5 კონფერენცია იყო და იანვარშიც იქნება, თებერვალშიც იქნება, ჩვენ ვიწვევთ იქ მათ რიცხვში ოპონენტებს და ვუსვამთ შეკითხვას - კიდევ რის გაკეთება შეეძლო ჩვენს მთავრობას და არ აკეთებს - ჯერჯერობით, ვერაფერსაც ვერ ახერხებენ, ის გოცირიძეც იქ მოძვრება, ერთ ნახევარს დაესწრება, მერე მიდის, და გამოდის და სპეკულირებს გამონათქვამებით საკუთარი თავის. მობრძანდეს გოცირიძეც, მობრძანდნენ სხვებიც და სპეციალისტი თუა, სპეციალისტებს დაუსაბუთოს და მიანიშნოს, რომ აი, კიდევ ეს შეიძლება გაკეთდეს და სხვებსაც ამას მივანიშნებ, ეკონომისტობას რომ იჩემებენ და ექსპერტობას, მობრძანდნენ კონფერენციაზე და გვაჩვენონ თავიანთი ხედვა, მაგრამ სპეკულირებით კი არა ტელევიზიების წინ და კამერების წინ, უარგუმენტო გამონათქვამებით, მობრძანდნენ და დაგვეხმარონ. ჯერჯერობით, 4 თუ 5 ჩატარდა, არც ერთი არ ჩანან, ყველა მოწვეულები არიან და ყოველთვის გოცირიძე არ გამოგვრჩება ვთქვათ, ეს გოცირიძე ამოვიჩემე გვარი, მობრძანდნენ და გვაჩვენონ გზა. სხვა დანარჩენი არგუმენტები, რაც შემიძლია მე გითხრათ, რაც თავის მოხსენებაში ღარიბაშვილმა გააკეთა, 3-წლიანი როდესაც შეაჯამა, მე ვფიქრობ, რომ ვინც ახერხებს რეალური ანალიზის გაკეთებას, რეალობიდან მოსთხოვოს ჩვენს ხელისუფლებას. ხელისუფლება იყო საკმაოდ წარმატებული, თუ ძალიან წარმატებული არა და ამის სამტკიცად, კიდევე ერთჯერ შეგახსენებთ, საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებს, რომ ჩვენ უკვე კონკურენტუნარიანები ვართ ევროპული ქვეყნების, იტალიას ვუსწრებთ, ესპანეთს ვუსწრებთ, რაღაცებში ვუსწრებთ, ბულგარეთს, საბერძნეთს, ეფექტურობით სწორედ, მთავრობის ეფექტურობით, გამჭვირვალობით, დემოკრატია, კორუფციის ხარისხით და ა.შ. ჩვენ უკვე რეალურ კონკურენციას ვუწევთ ევროპულ ქვეყნებს. საუბედუროდ, ეკონომიკა დღეს არის ასეთი, ჩვენ გვაქვს, ძალიან ღარიბი ეკონომიკა და კიდევ ერთჯერ შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას, რომ არ ყოფილა მსოფლიოში პრეცედენტი, ვერავინ ვერ დამისახელებს ამის პრეცედენტს, რომ ასეთი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში ყოფილიყო ასეთი დემოკრატიული ღირებულებები, როგორიც დღეს საქართველოშია. მხედველობაში მაქვს ღარიბი, რაა? ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქცია. ვერც ერთ სახელმწიფოს ვერც ერთ დროს ვერ დაასახელებთ, რომ ასეთი ცოტა პროდუქცია იწარმოებოდეს ერთ სულ მოსახლეზე და ასე მტკიცედ იყოს დაცული, მიახლოებული, მტკიცედ არ ვიტყოდი, ასე მიახლოებული იყოს დემოკრატიული ღირებულებები ევროპულ ქვეყნებს და ამას საერთაშორისო ინსტიტუტები ამტკიცებენ. რა თქმა უნდა გაჭირვებული მოსახლეობისთვის ეს არ არის გასაღები და გამოსავალი და ეს ვერ მოუფენს გულს, რომ ეს ასეა. მათ სჭირდებათ რეალური შედეგი, დადგება რეალური შედეგი, აუცილებლად დადგება, დამთავრდება კრიზისი რეგიონში, ევროპაში და საქართველო აუცილებლად იქნება წარმატებული ქვეყანა და აუცილებლად ეკონომიკური აღმავლობა იქნება საქართველოში, რამეთუ ამის ყველანაირი საფუძველი არსებობს," განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 10
#10   ნინო
      
მართალია, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა სოფლის მეურნეობის დარგების წასახალისებლად,მაგრამ ის რაც კეთდება არასაკმარისია იმისათვის,რომ ადამიანები დაუბრუნდნენ სოფელს,მეტი აქცენტის გასაკეთებელი სოფლად ცხოვრების მსურველთა წასახალისებლად და ამასთანავე მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს ბეგარა შემოტანილ პროდუქციაზე,რათა ადგილობრივმა უფრო სწრაფად აითვისოს ბაზარი.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია სოციალური სამსახურების გააქტიურება სიღარიბის დაძლევის მიმართულებით რეგიონებში...
23 ივნისი 2018 04:47
#9  მარინა
      
მე მჯერა, რომ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ და ეს დაპირებები დაპირებისთვის არ კეთდებოდა. დიდი მადლობა იმისთვის, რაც გაკეთდა. როდესაც ადამიანს დანახვა უნდა, გაკეთებულს და სასიკეთო ძვრებს აუცილებლად დაინახავს. თუ არ უნდა, ძალით შეუძლებელია რამე დაანახო. მთავარია ყველამ გაიაზროს, რომ მარტო დანაპირების ლოდინი არ კმარა, თითოეულმა ადამიანმაც უნდა იღვაწოს ქვეყნის სასიკეთოდ და კეთილსინდისიერად აკეთოს თავისი საქმე. პასიური მოლოდინით ქვეყანა არ აშენდება.
23 ივნისი 2018 04:04
#8  ნიკა
      
ამ ცრუ და დაუსრულებელ დაპირებებში საქართველო უფრო და უფრო გაღარიბდა. იმოქმედე ბიძინა, სანამ შუშის სასახლეში არ მოგადგა დამშეული საქართველო... იმოქმედე, მონები და უსაქმურები კი არა, პატრიოტები შემოიკრიბე და მიეცი მათ საქმის კეთების საშუალება. ასე აღარ შეიძლება რომ გაგრძელდეს!ხალხს ყელში ამოუვიდა თქვენი ცრუ დაპირებები და უმოქმედობა. თქვენ თავად აიღეთ პასუხისმგებლობა და მართეთ ოფიციალურად. დაგვანახეთ, თუ რამე შეგიძლიათ. დაგვანახეთ, თუ არადა ხალხი დაგამხობთ.
23 ივნისი 2018 02:30
#7  ალდონა
      
წავიკითხე კომენტარები-ამოვიკითხე გამართული მართლწერით გამოხატული აზრები ,მაგრამ მთავარი ხომ შინაარსია! ადამიანი ექსპერტებს თხოვს თუ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმები აქვთ ,დადონ ეს გეგმა ,ასე კრიტიკა ,კრიტიკისთვის ადვილზე ადვილია -მოახდინეთ ოპონირება --თუ მართლა საქმის უკეთესად წასაყვანად რაიმე გზები იცით სხვა შემთხვევაში ეს არის ჩასაფრებული ადამიანების პოზიცია და მეტი არაფერი ამას იქით სხვა მიზანს არ ემსახურება
31 ივლისი 2016 03:04
#6   სიჭი
      
საუკუნის აფერისტი ხარ ბოძო, მარა შენი საქართველოში ვერ შემოსვლის დღეც დადგება მალე
9 ივლისი 2016 15:18
#5   ბეშუმელი
      
მატყუარა ყოფილხარ ჭო....
9 ივლისი 2016 13:11
#4  irine
      
ხალხი გამოყავს დებილი და ლენჩი.სხვანაირად ვთქვიო,თქვენ ვერ გაიგეთო ,ვაჟკაცი კაცი, ჩემი აზრით, ალალად იტყოდა გუნდი ვერ შევარჩიე სათანადოო.ახლა ამაზე ახი არაა ერთი გემრიელი მრავალსართულიანი კახური გინება?ტელევიზიის არქივებში და ინტერნეტსივრცეში ბევრია შენი შეპირებების ნუსხა ბიძოო!
3 თებერვალი 2016 10:49
#3   გიორგი ბერუჩაშვილი
      
სხვაზე მეტი რომ არ ვიცი, ამის შეხსენებით უკვე მოვაბეზრე თავი აქაურებს. ახლა ახალს ვამბობ:
საარჩევნო დაპირებათა და მათ შესრულება/არშესრულებათა ს ა ა ზ რ ო ვ ნ ო სიბრტყე, იმ ს ი ვ რ ც ი ს ნაწილი არაა, სადაც საერთოქართული რ ე ა ლ უ რ ი განვითარების კოორდინატთა-სათავე მდებარეობს.

მთელმა განათლებულმა-მსოფლიომ იცის, რომ საარჩევნო დაპირებების უდიდესი ნაწილი, ელექტორატის საქმეში-ჩაუხედავ ინდივიდების, - უკვე პროცენტულადაც საკმაო სიზუსტით დადგენილ, - ნაწილზეა გათვლილი. რა თქმა უნდა ხსენებული პროცენტის რაოდენობა-ამპლიტუდა, ამა თუ იმ ქვეყნის/სოციუმის/ერის განათლება-განვითარების დონესთან მიმართებაში, უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია.

სხვა სიტყვებით: დაბალი საზოგადოებრივი-ცნობიერების მქონე სოციუმებში, საარჩევნო პიარ-ტექნოლოგიათა მენეჯერები, იმასაც კი კადრულობენ, რაც საკმაოდ ზუსტადაა გამოხატული შემდეგ დეფინიციაში:„ყველაზე უფრო მაგარი ბიზნესი იმედის გაყიდვაა უ ი მ ე დ ო ქვეყანაში!“

ვფიქრობ, რომ ამჯერზე საკმარისი ვთქვი. დანარჩენი იმ პუბლიცისტურ, WWW.Polity.ge -ზე არსებულ საკუთარ ბლოგზე დადებულ წერილში მაქვს ნათქვამი, ბ-ნი ბიძინას პოლიტიკაში მოსვლის პირველსავე განცხადებიდან იმავე თვეში რომ შევაგებე (შეგახსენებთ, რომ იგი საქართველოს ყველა მოქალაქეს მიმართავდა!).

შენიშვნა: Polity.ge-ს ვებ-გვერდი ამჟამად შეჩერებულია - მოთხოვნის სიგნალზე არ რეაგირებს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ არამარტო ფინანსურ-სიძნელეთა გამო. ესეც „გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ ა“, ფერად-ფერადი სათვალეების გარეშე!

აქაურ ადმინისტრატორებს ვთხოვ და თხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ვპირდები, რომ საერთოქართული განვითარების აქაური მხარდამჭერები, ამ კომენტარის საჯარო-გამოუქვეყნებლობის შემთხვევაში, მათ სახელ-გვარებს, საქართველოს ისტორიაში სათანადო ადგილს მიუჩენენ!
6 იანვარი 2016 04:44
#2  რამაზი
      
ბიძო, მე შეგახსენებ ხალხის დანაპირებს. ოღონდ ეს დანაპირები ნამდვილად იყო და ვერავინ იტყვის, არ ყოფილაო.

''თუ ეს მთავრობაც არ ივარგებს, ისევე გავისტუმრებთ, როგორც წინა გავისტუმრეთ''

ჰოდა, ხალხი, შენგან განსხვავებით, თავის დანაპირებს აუცილებლად აასრულებს.
5 იანვარი 2016 11:53
#1   zurab
      
გავიდა სამი წელი ბატონი ბიდზინა ამბობს მოდით და ერთად ვნახოთ გზებიო.დაგვიანებული ხომ არაა.სამი წელი ხელფასს რისთვის ღებულობდა თავრობა ? არ შეგედზლო მოქალაქეების ცხოვრების დონის აწევა?რატომ დაპირდით.ქეც რომ არ დაპირდე მაინც ასე უნდა აკეთო რომ ხალხმა უკეთესობა იგრდზნოს.ამას დაპირება არ ჭირდება.საქართველო მუდმივად იქნება ჩამორჩენილი.მგონი სპეციალურად აჩმორებთ რომ რუსებს დოუჩოქონ.სკოლაში უნდა გესწავლათ მარქსი.უვიცებოპპ
5 იანვარი 2016 11:33
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი