"მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენ ოჯახის წევრი გახდით საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის" - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საპატრიარქოში, პატრიარქის დაბადების დღის აღსანიშნავ საზეიმო ტრაპეზზე.
კვირიკაშვილმა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის SMS-ი წაიკითხა, სადაც საუბარია, რომ 2015 წლის განმავლობაში საქართველოში დაიბადა თითქმის 60 ათასი და გარდაიცვალა 48 ათასი ადამიანი.
"დაახლოებით 11 ათასით მეტია დაბადებულების რიცხვი ბოლო სამი წელია და ეს ტენდენცია გრძელდება. იმან, რომ თქვენ დაინათესავეთ მთელი საქართველო, თქვენი ინიციატივის შედეგად, როდესაც შემოიღეთ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვების ნათლობა, ძალიან დიდი გავლენა იქონია საქართველოში დემოგრაფიულ სურათზე და მე არ მგონია ვინმეს ამაში ეჭვი ეპარებოდეს. მარტო ეს ინიციატივა თქვენ ისტორიაში შეგიყვანდათ, რომ არა კიდევ ასობით ამის მსგავსი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ თქვენ ასეთი შინაური, ოჯახის წევრი გახდით საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის. თქვენ ხართ ჩვენი უახლოესი ადამიანი და როგორც ასეთ უახლოეს ადამიანს, მინდა სითბოთი და სიყვარულით გისურვოთ ჯანმრთლეობა, დიდხანს სიცოცხლე", -მიმართა პრემიერმა პატრიარქს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.