გაეროს უშიშროების საბჭომ მკაცრად დაგმო თეირანში საუდის არაბეთის საელჩოზე მომხდარი თავდასხმა
05-01-2016, 00:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაეროს უშიშროების საბჭომ მკაცრად დაგმო თეირანში საუდის არაბეთის საელჩოზე პროტესტანტების მიერ მომხდარი თავდასხმა, რაც შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯას მოჰყვა.


გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში სასულიერო პირის, ნიმრ ალ-ნიმრის სიკვდილით დასჯა ნახსენები არ არის.


საუდის არაბეთმა კი გუშინ განაცხადა, რომ მან გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ირანთან. ეს ნაბიჯი საუდის არაბეთში ცნობილი შიიტი მუსლიმი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯის გამო, ორ ქვეყანას შორის წარმოშობილ უთანხმოებას მოჰყვა. ამის შესახებ BBC იტყობინება.


ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადელ ალ-ჯუბეირმა მას შემდეგ განაცხადა, რაც დემონსტრანტებმა თეირანში საუდის არაბეთის საელჩოს შტურმით აღება სცადეს. ჯუბეირმა აღნიშნა, რომ ყველა ირანელმა დიპლომატმა საუდის არაბეთი 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს. ამავე დროს თავად საუდის არაბეთმა თეირანიდან თავისი დიპლომატები გამოიწვია.


ჯუბეირმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთი ნებას არ მისცემს ირანს შეასუსტოს მისი უსაფრთხოება, "რეგიონში იარაღის დისტრიბუციითა და ტერორისტული ჯგუფების განთავსებით".


"ირანის ისტორია სავსეა უარყოფითი ჩარევებითა და მტრობით არაბულ საქმეებში და მას ყოველთვის თან ახლდა განადგურება," თქვა მან პრეს კონფერენციაზე.


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა: "ჩვენ განვაგრძობთ დაჟინებით მოწოდებას ლიდერებისადმი რეგიონის გარშემო, გადადგან კონსტრუქციული ნაბიჯები დაძაბულობის შესანელებლად. ჩვენ გვჯერა, რომ დიპლომატიური ჩართულობა და პირდაპირი დიალოგი არსებითი იქნება," თქვა მან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი