მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დაინიშნა. ზიდანი აღნიშნულ თანამდებობაზე რაფაელ ბენიტესს შეცვლის. ბენიტესი თანამდებობიდან არადამაკმაყოფილებელი მუშაობის გამო, ნახევარ სეზონზე ნაკლები დროის განმავლობაში მოღვაწეობის შემდეგ, გუშინ გაათავისუფლეს.
"დიდი მადლობა ფლორენტინო პერესს ჩემი "რეალის" თავკაცად დანიშვნისთვის. ჩვენი გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა და მას მსოფლიოში საუკეთესო ფანები ჰყავს. დღეს მე უფრო ვნერვიულობ, ვიდრე მაშინ, როცა "რეალთან" კონტრაქტს ვაწერდი ხელს, როგორც ფეხბურთელი. სულს და გულს ჩავდებ საქმეში და ერთად ყველაფერი გამოგვივა", - განაცხადა ზიდანმა და დაამატა:
"ის რაც ჩვენ ახლა გვჭირდება და იმას, რასაც მე ვეცდები, იქნება ის, რომ ჩემს ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ სეზონის ბოლოს ეს გუნდი გამარჯვებული იყოს", თქვა 43 წლის მწვრთნელმა, რომელიც კლუბის ისტორიაში ამ თანამდებობაზე ყველაზე ახალგაზრდა ასაკში დაინიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.