The Stars and Stripes-ი საქართველოს წვლილზე: მცირე ერები ავღანეთის მისიაში უფრო დიდ როლს თამაშობენ
05-01-2016, 01:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკული გამოცემა „The Stars and Stripes“ ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში პატარა ქვეყნების როლზე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც, ძირითადად, საქართველოს წვლილზეა საუბარი.


ბაგრამის საავიაციო ბაზა, ავღანეთი - პატარა ქვეყანას, საქართველოს, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიაში ამერიკის შემდეგ სიდიდით მეორე კონტინგენტი ჰყავს - უფრო მეტი, ვიდრე ბრიტანეთს, გერმანიასა და იტალიას.


მას შემდეგ, რაც ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა მათი ძალების რიცხვი 2014 წლის იანვრის მაჩვენებლიდან - 57.000-დან 13 000-მდე შეამცირეს, პატარა ქვეყნებს, მათ შორის ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანას, პროპორციულად უფრო დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთის ოპერაციაში, ვიდრე ნატოს წევრ უფრო დიდი ქვეყნებს, რომლებიც ათასობით სამხედრო მოსამსახურეს აგზავნიდნენ მისიაში.

 


ოპერაცია „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბის უფროსის, გერმანელი გენერალ-ლეიტენანტის ფრანკ ლაიდენბერგერის განცხადებით, 42 ქვეყნის ჯარების ყოფნა ავღანეთში, მათი რაოდენობის მიუხედავად (მაგალითად, ისლანდია სულ 2 სამხედრო მოსამსახურითაა წარმოდგენილი), მნიშვნელოვანი გზავნილია ავღანელებისთვის.


"ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან, ავღანელებისთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ეს არ არის მხოლოდ ორმხრივი ან ნატოს ძალისხმევა, არამედ, მთელი მსოფლიო თანამეგობრობა მათთანაა, რამდენად მცირეც უნდა იყოს მათი ჩართულობა. დროშები, რომელიც გარეთ ფრიალებს, არის სიმბოლო ავღანელებისთვის, რომ მსოფლიო აქ, მათ გვერდითაა",- განაცხადა გენერალმა.


ამ დროისთვის ყველზე მეტი სამხედრო ავღანეთში ამერიკას ჰყავს. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე 13 000 სამხედრო მოსამსახურიდან 6 800 ამერიკელია.


მას შემდეგ რაც ნატომ ერთი წლის წინ ავღანეთში საბრძოლო მისია დაასრულა, მკვეთრად შემცირდა მონაწილე სამხედრო ძალების რაოდენობაც. ნატოს წევრმა ზოგიერთმა ქვეყანამ კონტინგენტის რაოდენობა მკვეთრად შეამცირა ან საერთოდ გაიყვანა ჯარები ავღანეთიდან, თუმცა, პატარა ქვეყნებს ეს არ გაუკეთებიათ.


ბრიტანეთს ახლა ავღანეთში 500 სამხედროზე ნაკლები ჰყავს, როცა 2014 წლის იანვრამდე მათი რიცხვი 5 200-ს შეადგენდა და ამერიკის შემდეგ მეორე ადგილზე იყო, მას კი გერმანია და იტალია მოსდევდნენ.


გენერალ ლაიდენბერგერის განცხადებით, პატარა ქვეყნები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. "მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ როგორც რაოდენობრივად, ასევე იმ რისკით, რომელსაც ისინი სწევენ მიწისზედა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მიზნით", - აღნიშნა მან.


22 დეკემბერს, 24 საათიც არ იყო გასული მას შემდეგ, რაც თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაგრამის ბაზასთან 6 ამერიკელი სამხედრო იმსხვერპლა, როდესაც ქართველები პირველები გავიდნენ პატრულირებაზე.


"ქართველები ძალიან ვწუხვართ, რადგან დავკარგეთ მეგობრები და თანამებრძოლები",- განაცხადა პოლკოვნიკმა მანუჩარ ბაქრაძემ, რომელიც ბაგრამში ქართულ ბატალიონს ხელმძღვანელობს. "მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბაზაზე უნდა ჩავკეტილიყავით",- დაამატა მან.


საქართველოს, ქვეყანას, სადაც დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ავღანეთში 870 სამხედრო ჰყავს, რუმინეთი კი მეხუთე ადგილზეა 650 სამხედრო მოსამსახურით. მონღოლეთი 120 სამხედრო მოსამსახურითაა წარმოდგენილი და დროგამოშვებით მათაც უწევთ სარისკო მისიის შესრულება მაზარ-ი-შარიფთან მდებარე ბაზის დასაცავად.


ისლანდიასაც კი, რომელსაც რეგულარული არმია არ ჰყავს, ავღანეთში ორი მოსამსახურე ჰყავს, ისინი მედიამხარდაჭერასა და ქალთა უფლებების კამპანიებზე მუშაობენ.


ქართველები პატრულირებას ახორციელებენ, ბოსნიელი სამხედროები კი ბაგრამის ბაზის გამშვებ პუნქტებზე მორიგეობენ. ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ვიცე-პოლკოვნიკ ბრედლი გროსვენორის განცხადებით, რომელიც ქართველებთან მუშაობს, ამით ისინი საშუალებას აძლევენ სხვა სამხედროებს კონცენტრირება მოახდინონ ავღანელი სამხედროების წვრთნაზე. "ჩვენ ვერ შევძლებდით ამის გაკეთებას მათ გარეშე. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ნაკლებ ამერიკელს უწევს ბაზის უსაფრთხოებაზე ზრუნვა",- აღნიშნა მან.


საქართველოს შემთხვევაში, რუსეთმა შესაძლოა უნებლიედ "აიძულა" ქვეყანა, შეენარჩუნებინა ძლიერი სამხედრო წარმომადგენლობა ავღანეთში. საქართველოს ჰქონდა ხანმოკლე, მაგრამ დამანგრეველი ომი რუსეთის წინააღმდეგ 2008 წელს და მისთვის ნატოს წევრობა უსაფრთხოების გარანტიაა.


"ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, გავხდეთ ნატოს წევრი, რათა უზრუნველვყოთ ფარი ძველი მტრებისგან დასაცავად", -ამბობს უფროსი ლეიტენანტი არჩილ ჭრელაშვილი.


დაბომბვის შემდეგ, რომელსაც 6 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ბარბაქაძე მაინც გაუძღვა თავის ჯარისკაცებს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა არმიის თანამებრძოლებთან ერთად ფარვანის პროვინციის გუბერნატორთან წინასწარ დაგეგმილ შეხვედრაზე.


ავღანეთში 28 ქართველი დაიღუპა და რისკის ილუსტრაცია იყო დღე, როცა ქართველი სამხედროები პროვინციის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად მიდიოდნენ იმ გზით, სადაც ჯერ კიდევ ეყარა აფეთქებული მოტოციკლის ნარჩენები, რომელსაც ამერიკელი სამხედროების სიცოცხლე ემსხვერპლა.


ბარბაქაძე რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდა, მსახურობდა ერაყშიც, სადაც თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად ჭურვის ნამსხვრევებისგან დაიჭრა, მას არაფრის ეშინია. "თუ ჩვენ გვსურს ვინმე დაგვეხმაროს, ჩვენც უნდა დავეხმაროთ სხვებს",- განაცხადა მან.

 

 

სტატიის თარგმანს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

 

 

კომენტარები: 58
#58   Normand
      
References:


Online casino klarna bonus casino sofort einzahlen
დღეს, 04:12
#57   Eduardo
      
References:


Online casino payid pokies pbase.com
გუშინ, 10:08
#56   Ira
      
References:


Brand new neosurf casinos australia materialwiki.site
10 ნოემბერი 2026 07:35
#55   Sofia
      
References:


Best online pokies australia no deposit bonus online
casino payid withdrawal australia
10 ნოემბერი 2026 07:02
#54   Marylou
      
References:


Online pokies australia real money instant withdrawal no deposit bonus https://dahuafu.us
10 ნოემბერი 2026 00:42
#53   Lemuel
      
References:


Payid pokies no deposit bonus hedgedoc.ludos-disciplinarum-misi.fyi
30 ოქტომბერი 2026 08:35
#52   Blanche
      
30 ოქტომბერი 2026 00:01
#51   Ethel
      
References:


Anonymous payid pokies https://codimd.camba.coop/fCnT3aw_Qb-nNQRmXw83mQ
29 ოქტომბერი 2026 07:50
#50   Ronda
      
References:


Anonymous payid pokies shareshortcuts.com
29 ოქტომბერი 2026 06:50
#49   Richelle
      
References:


Wire transfer online pokies australia http://www.4001179958.org
28 ოქტომბერი 2026 08:44
#48   Frederick
      
References:


Best neosurf casino sites australia neosurf online casino
australia
27 ოქტომბერი 2026 17:46
#47   Gilbert
      
References:


Neosurf casino faq australia neosurf casino
instant withdrawal australia
27 ოქტომბერი 2026 15:10
#46   Ginger
      
References:


BPay pokies promotions https://androidonly.com/
27 ოქტომბერი 2026 11:39
#45   Bryant
      
References:


Trusted bpay pokies bpay casino pokies
27 ოქტომბერი 2026 11:36
#44   Mickey
      
References:


MiFinity casino instant play Australia xunxiabbs.uwan.com
27 ოქტომბერი 2026 10:40
#43   Jennifer
      
References:


How to deposit on pokies with bpay play online pokies bpay
australia
27 ოქტომბერი 2026 06:10
#42   Jane
      
References:


Wire transfer casino promotions Australia https://rentry.co
23 ოქტომბერი 2026 11:55
#41   Sabine
      
References:


Bank wire casino Australia https://shareshortcuts.com/
23 ოქტომბერი 2026 10:19
#40   Ramonita
      
References:


Secure wire transfer casinos australia wire transfer casino games australia
23 ოქტომბერი 2026 04:02
#39   Stephania
      
References:


Wire transfer casino VIP Australia live bank transfer casino
australia
23 ოქტომბერი 2026 01:49
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი