დამოუკიდებელი საქართველოს პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის შთამომავლები საქართველოს ეწვივნენ. ნოე რამიშვილის შვილიშვილმა მიშელ რამიშვილმა საქართველოში ბაბუის პასპორტი ჩამოიტანა.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო გამშვებ-პუნქტში ნოე რამიშვილის პასპორტზე სიმბოლურად ქვეყანაში შემოსვლის შტამპი დაფიქსირდა. როგორც მიშელ რამიშვილმა განაცხადა, ნოე რამიშვილის ოჯახისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1925 წელს გამოცემული ფრანგული პასპორტის ფურცელზე დამოუკიდებელი საქართველოს შტამპის არსებობა. „ეს ჩემი დიდი ბაბუის ერთგვარი დაბრუნებაა საქართველოში“, - აღნიშნა მან.
ნოე რამიშვილის შთამომავლები საქართველოში რამდენიმე დღე დარჩებიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვევიან და მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.